განხილვა:დიხაზურგის წარწერა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:დიხაზურგას წარწერა)

ხომ არ უნდა იყოს დიხაზურგს? — დავით პასუხი 16:31, 28 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დათო, მეც მაგაზე ვფიქრობდი, მაგრამ კორნელი დანელიას და ზურაბ სარჯველაძე ბარე 7–ჯერ ასე აქვთ მოხსენიებული, მათ შორის, სათაურშიც და სარჩევშიც. ამიტომ ისევე დავტოვე, როგორც წყაროშია.--Zolokin განხილვაწვლილი 16:46, 28 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

წყაროებში ხშირად ცდებიან ხოლმე ავტორები, სამწუხაროდ... ვფიქრობ, ეს სწორედ ის შემთხვევაა. ამგვარი შეცდომის მიზეზი ალბათ ისაა, რომ დიხაზურგის ყურში ყველას ეხამუშება, მაგრამ ენა ასე მოითხოვს. — დავით პასუხი 17:21, 28 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
დათო, კორნელი დანელია და ზურაბ სარჯველაძე ჩვეულებრივი ავტორები არ არიან, ორივე ქართული ენის ისტორიის უდიდესი სპეციალისტები იყვნენ (რეგალიებზე აღარ ვლაპარაკობ). მათი შრომების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.--Zolokin განხილვაწვლილი 17:29, 28 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
კანონზომიერება მოითხოვს, რომ იყოს "დიხაზურგის", მართალი ხარ. ახლა ვცდლიბო გავარკვიო მათ მოწაფეებტან, შეიძლაბა მათ იცდნენ რატომ წერდნენ ისინი "დიხაზურგას".--Zolokin განხილვაწვლილი 17:38, 28 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ, მგონი გავარკვიე: ქართულში არის გარკვეული კატეგორიის სიტყვები, რომლებიც მთავრდებიან ა–ზე და არ იკვეცებიან და ისინი, ძირითადად, კნინობითი ფორმებია (ან შესაძლოა ახლა აღარ აღიქმებიან კნინობითად, მაგრამ ამგვარი წარმომავლობა აქვთ): მაგ. ენძელას სუნი (და არა ენძელის), დედოფალას კაბა (და არა დედოფალის), ბიცოლას (სიტყვიდან ბიძის ცოლი) საჩუქარი (და არა ბიცოლის), ციცქას ვაზი (და არა ციცქის). დიხაზურგას შემთხვევაშიც, როგორც ჩანს, დანელიამ და სარჯველაძემ მსგავსი რამ დაინახეს: დიხა მეგრულად მიწაა (შდრ. თიხა), ზურგა კი შეიძლება იყოს ზურგი–ს კნინობითი ფორმა (შდრ. ო–ზურგ–ეთ–ი, რაც მეგრულად ნიშნავს – სა–ზურგ–ეთ–ი). თუ დიხაზურგა–ში ზურგა არის მართლაც კნინობითი ფორმა (და ალბათ ასეა, ყოველშემთხვევაში უეჭველად ასე ფიქრობენ დანელია და სარჯველაძე), მაშინ ბოლო ა არ მოიკვეცება და გვექნება დიხაზურგას. უფ, ახალი სტატია გამოვიდა.--Zolokin განხილვაწვლილი 18:29, 28 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
განხილვა:კვარის ციხე ამ განხილვის დროს მომიწია ამ განხილვის შეხება. რამდენად მართებულია კნინობით-ალერსობითი სახელებით შემოტანა ენციკლოპედიებში. აქვე მინდა დავწერო ქსე-ში წერია დიხაზურგა - სოფელი გალის რაიონში და დიხაზურგა, არქეოლოგიური ძეგლების ერთ-ერთი კატეგორია, ნამოსახლარი გორა კოლხეთის დაბლობზე იხ. გორა. ალბათ უნდა იყოს დიხაზურგს წარწერა. იხ. განხილვა:ღაზის სექტორიცანგალა () 21:34, 14 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987 წ. გვ. 37 დიხაზურგა (დიხაზურგისა). სათაური გადასატანია. --JABA 1977 17:23, 17 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--ჯაბა 1977 13:24, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]