განხილვა:აღდარა (ქალაქი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარაკერტის პროვინცია თუ მარაკერტის პროვინცია?--ცანგალა/ 20:07, 11 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Zangala შეგიძლია ამიხსნა რის საფუძველზე ან რა კრიტერიუმით გადაიტანე სტატია? Mehman 97 17:21, 12 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

სომხურად წერია Մարտակերտ, სადაც տ ორგანაა გამოყენებული შუაში (რომელზეც კითხულობ) და ბოლოში. თუ ბოლოში იკითხება როგორც ტ, ასევე წაიკითხება შუაშიც. --Wiki - ჯაბა 04:41, 12 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

არ მახსოვს სად იყო საუბარი, რომ სრულად ვწერთ სათაურში „ტერტერის რაიონი“. მაგ. განთიადი (დმანისის მუნიციპალიტეტი) და არა განთიადი (დმანისი). შეცდომა ჩავიდინე?--ცანგალა/ 17:27, 12 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
„სადაც მარტაკერტის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია.“ იხ. [1] Mehman97 შენი დაწერილია. ამიტომ მე ნუ მეუბნები რა პროვინციაო. შენი შეცდომა შენვე ჩუმად გაასწორე.--ცანგალა/ 17:31, 12 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
თუ შეთანხმება არსებობს, მაშინ რატომ წერ შენც ასე (აღდარა (ხიზი). კარგი იქნება თუ მაჩვენებ სად შედგა ეს შეთანხმება. პროვინციას რაც შეეხება, კი ბატონო, ჩემი შეცდომაა და შენ რატომ არ შეასწორე ეგ შეცდომა? Mehman 97 17:59, 12 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
იხ. ინგლ. ბმული en:Martakert, სადაც წერია , de facto in the self-proclaimed Republic of Artsakh as the administrative capital of its Martakert Province. აი რატომ არ გავასწორე ე. წ. შეცდომა. რაც შეეხება აღდარა (ხიზი), მართალი ხარ მასე ვწერდი 2016 წელს, ხოლო ახლა კატეგორია:ყუბის რაიონის სოფლები „რაიონის“ მითითებით. აგრეთვე დღეს ჩავასწორე თარგი:შაბრანის რაიონი და ვცდილობ ნელ-ნელა ჩავასწორო ყველა რაიონი. გუშინ თარგი:შარურის რაიონი და ვცვლი მრავალმნიშვნელოვანის გვერდებს. „კარგი იქნება თუ მაჩვენებ სად შედგა ეს შეთანხმება. “ — სამწუხაროდ არ მახსოვს. --ცანგალა/ 18:22, 12 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მარტაკერტზე სომხებს კიდევ რეგიონი უწერიათ და მაშინ რა? გადატანაზე — თუ შეთანხმება და გადაწყვეტილება არ არსებობს „არ მახსოვს“-ით ნუ გადაიტან. Mehman 97 20:58, 12 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ვერ გავიგე მარტაკერტზე რატომ მეკამათები? მეუბნები პროვინცია რატომ არ ჩავასწორე და გიპასუხე. თუ სომხებს რეგიონი უწერიათ შეიძლება ქართულ ვიკიშიც რეგიონი ჩაიწეროს. ხელს რა უშლის? რომელი ქართული წყაროს მიხედვით არის რაიონი? სტატიის გადატანით „რაიონზე” რა შეცდომა გავაკეთე? იხ. კატეგორია:მოლდოვის სოფლები, კატეგორია:უკრაინის სოფლები, კატეგორია:რუსეთის სოფლები — ყველას მითითებული აქვს „რაიონი“. სამწუხაროდ კატეგორია:სომხეთის სოფლები „რაიონის“ მითითების გარეშეა. „რაიონის“ დამატება უფრო სრულ ინფორმაციას იძლევა. ე. ი. საუბარია „ტერტერის რაიონზე“ , ხოლო მხოლოდ „ტერტერი“ დაუსრულებულია. ამიტომ ყველა აზერბაიჯანულ სოფლების გადატანას ვაპირებ. საინტერესოა შენი არგუმენტი მხოლოდ „ტერტერზე“ „რაიონის“ გარეშე რატომ აქვს უპირატესობა. --ცანგალა/ 22:20, 12 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე ისევ გეკითხები სად იმსჯელეთ და გადაწყვიტეთ, რომ რაიონის დამატება უფრო ინფორმატიულია და დაიწყეთ გადატანები? Mehman 97 07:23, 13 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
იხ. განხილვა:ქალაქი (ალაგირის რაიონი), აგრეთვე საინტერესოა სხვა მომხმარებლების აზრიც. შენ კი მიმითითე ქართული წყარო, სადაც წერია, რომ მარტაკერტი რაიონია და არა პროვინცია ან რეგიონი.--ცანგალა/ 11:07, 13 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
და შეთანხმება სადაა მანდ? Mehman 97 12:34, 13 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
სტატია გადატანილი დარჩა. შენი არგუმენტი დაწერე მხოლოდ „ტერტერზე“ „რაიონის“ გარეშე რატომ აქვს უპირატესობა., აგრეთვე ქართული წყარო მიმითითე, რომ მარტაკერტი რაიონია და არა პროვინცია ან რეგიონი. იხ. განძასარის მონასტერი პროვინცია წერია. --ცანგალა/ 13:04, 13 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
რაიონი უნდა იყოს ფრჩხილებში მითითებული. გიო ოქრო 14:09, 13 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
და რადგან სტატია გადატანილი დარჩა შენ გადაწყვიტე ეგ შეთანხმებაა? მარტაკერტზე შენ მიმითითე ქართული წყარო, სადაც წერია რეგიონია ან პროვინცია, აბა. Mehman 97 21:01, 13 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეს სტატია შენი შემოტანილია და მარტაკერტზე ქართული წყაროებიც შენ უნდა მიუთითო (ჯერ პროვინცია დაწერე, ხოლო შემდეგ რაიონზე შეცვალე). მე აქ არაფერ შუაში ვარ. დიახაც შეთანხმებაა, როდესაც განხილვა იყო და სტატია დარჩა „რაიონზე“. შენ რატომ არ წერ შენს არგუმენტებს, რომ „რაიონის“ გარეშე ჯობია იყოს სტატიის სათაური?--ცანგალა/ 21:27, 13 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეხლა შენი ლოგიკით, ეს სტატია მე უკან შემიძლია გადავიტანო და ვთქვა „ესეც შეთანხმებაა“. მოსაწონია? სიტყვა „რაიონი“-ს დამატებას აზრი მაინც გაუგებარია ჩემთვის, მარტივად თვით რაიონის დასახელებაც გვიჩვენებს, რომ კონკრეტული ადგილი კონკრეტულ რაიონში მდებარეობს, რაიონის დამატებას აზრი მაშინ აქვს, თუ ამ დასახელების რაიმე ტერიტორია (მაგ. რაიონი) მდებარეობს რომელიმე ქალაქის საზღვრებში, რომელიც რაიონის სახელსაც ატარებს. Mehman 97 22:11, 13 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
რაიონი უნდა ეწეროს ფრჩილებში. საქართველოს სოფლების შემთხვევაში ფრჩილებში იწერება მუნიციპლიტეტი ასე: სოფელი (x მუნიციპალიტეტი). შრომა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) და არა შრომა (ლაგოდეხი) სხვა ქვეყნების შემთხვევაში იწერება შესაბამისი ადმ. ერთეული ფრჩილებში. პრაქტიკა უნდა იყოს ერთგვაროვანი. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა, რაც საკმარისია გადასატანად. --M. განხილვაწვლილი 06:54, 14 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
Mehman97, ამ განხილვას დასასრული უნდა ჰქონდეს. ამჟამად სამი მომხმარებელი მომხრეა, რომ დარჩეს „რაიონი“ მე, გიოოქრო, M, + ჯაბა 🤐 (იხ. განხილვა:ქალაქი (ალაგირის რაიონი)). --ცანგალა/ 10:30, 14 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
თუ გსურს, რომ დავასრულოთ ეს განხილვა, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებაა მისაღები ამ საკითხზე. სხვა შემთხვევაში ესეთი განხილვები კიდევ ბევრი იქნება. Mehman 97 14:35, 14 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
და რა არის შენი საბოლოო გადაწყვეტილება? მე როგორც ავღნიშნე სამი+ჯაბა ე. ი. ოთხი მომხმარებელია მომხრეა, რომ დარჩეს „რაიონი“. ხოლო მარტაკერტი პრონიციაა თუ რაიონი ეს კიდევ მეორე საკითხია. იხ. განხილვა:განძასარის მონასტერი--ცანგალა/ 14:57, 14 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]