განძასარის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განძასარის მონასტერი

განძასარის მონასტერი (სომხ. Գանձասար) — XXIII საუკუნის სომხური სამოციქულო კათედრალი. მდებარეობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, სოფელს ვანქის მახლობლად. განძასარის მონასტერი ისტორიულად რეგიონის ყვეელაზე მნიშვნელოვანი მონასტერი იყო. სომხეთის არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუში მკვლევართა შორის მდიდრულად გაფორმებული გუმბათითაა ცნობილი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის კომპლექსის ხედი ზემოდან

მონასტერი ბორცვის წვერზე, ზღ. დონიდან 1270 მეტრის სიმაღლეზე,[1] სოფელ ვანქის სამხრეთ-დასავლეთით, მარტაკერტის პროვინციაში მდებარეობს.[2] კედლებით გარშემორტყმული მონასტერი მოიცავს ნართექსს, საცხოვრებელ კვარტალს, ეპისკოპოსის რეზიდენციას, სკოლის შენობასა და საწყობს. საცხოვრებელი ნაწილი მონასტრის ჩღდილოეთით მდებარეობს და XVII საუკუნეშია აგებული. აღმოსავლეთ მხარეს 1689 წლით დათარიღებული საწყობი მდებარეობს. ორსართულიანი სკოლის შენობა 1898 წელს აიგო. მონასტრის სამხრეთით ძველი სასაფლაო მდებარეობს, სადაც მღვდლები, ეპისკოპოსები და ცნობილი მელიქები არიან დაკრძალული.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განძასარის მონასტრის გუმბათის ინტერიერი

მთავარი ტაძარი იოანე ნათლისმცემლის სახელზეა აგებული.[3] ტაძარს კვადრატული საფუძველი აქვს.[4][5][2] სტილით ტაძარი XIII საუკუნეში აგებულ სხვა ტაძრებს: გეღარდის, ოვანავანქისა და ჰარიჭავანქის მონასტრებს წააგავს.[2][6][7] ეკლესიის ექსტერიერის ზომებია: 11,8 მ x 17,4 მ. ტაძარი ცნობილია მდიდრულად გაფორმებული 16 მხარიანი გუმბათით.[2][8]

[9] მოხატულობის დიდი ნაწილი ქრისტეს წამებას, ადამსა და ევას, ორ ქტირორსა (ტაძრის მაკეტით ხელში) და გეომეტრიულ ფიგურებს ასახავს. ანატოლი ლ. იაკობსონი განძასარის მონასტერს სომხური არქიტექტურის „ენციკლოპედიას“ უწოდებს,[10][2] ხოლო ბაგრატ ულუბაბიანი და მ.ს. ასატრიანი მონასტერს „ძვირფას ქვად“ მოიხსენიებენ.[11]

ნართექსის ზომებია 11,8 მ. x 13,25 მ. მას კვადრატული დარბაზის ფორმა აქვს, სახურავს კი აღმოსავლეთით განთავსებული ორი სვეტი იკავებს.[11] ამით იგი ძალიან წააგავს ახპატის მონასტერს. დასავლეთის ფასადის პორტალი მდიდრულადაა გაფორმებული.[11]

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხურ მარკაზე გამოსახული განძასრის მონასტერი (2013)

განძასარის მონასტერი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ისტორიული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მთავარ ტურისტული დანიშნულების ადგილებში შედის.[11] მონასტერი ყარაბაღელი სომხებისა და სომხური წარმოშობის ტურისტებისთვის რეგიონში მთავარი ისტორიული კათედრალი და პილიგრიმობის ცენტრია.[8][12]

თომას დე ვაალმა 1997 წელს განძასარის მონასტერი ყარაბაღში ყველაზე ცნობილ მონასტრად აღიარა, რომელმაც „ყარაბაღის მითიური სტატუსი შეითავსა“. ფელიქს კორლი წერს, რომ „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კათედრალთან ერთად განძასარის მონასტერი ყარაბაღელი სომხების ისტორიისა და იდენტობის ძლიერი სიმბოლოა“.[13]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ter-Danielian 1948, p. 62.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Gandzasar Monastery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2018. based on "The Architecture of the Gandzasar Monastic Complex" by Murad Hasratian
  3. Hewsen 2001, p. 134.
  4. Ulubabyan & Yakobson 1976, p. 687.
  5. Mkrtchyan 1989, p. 16.
  6. Thierry, Jean-Michel and Patrick Donabedian. Les Arts Arméniens. Paris, 1987.
  7. Thierry, Jean. Eglises et Couvents du Karabagh. Antelais, Lebanon, 1991, pp. 161-165
  8. 8.0 8.1 de Waal, Thomas (15 November 1997). „An Eccentric Outpost of Christianity“. The Moscow Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2017.
  9. Melik-Shahnazaryan 1997.
  10. See Comneno, Lala M., Cuneo, P, and Manukian, S. Volume 19: Gharabagh. Documents of Armenian Art - Documenti di Architettura Armena Series. Polytechnique and the Armenian Academy of Sciences, Milan, OEMME Edizioni, 1980, Introduction
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Mkrtchyan 1989, p. 15.
  12. Hayrumyan, Naira (1 November 2008). „Recovery and Concern: Regional Unrest Reminds of NKR's Years of Progress, While Raising Anxiety“. Armenian General Benevolent Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2019.
  13. Corley 1998, p. 330.