გალჰეპიგენი
იერსახე
გალჰეპიგენი | |
---|---|
გალჰეპიგენი | |
კოორდინატები: 61°38′12″ ჩ. გ. 8°18′54″ ა. გ. / 61.63667° ჩ. გ. 8.31500° ა. გ. | |
ქვეყანა | ნორვეგია |
სიმაღლე | 2469 მ |
ქედი | იუტუნჰეიმენი |
პირველი ასვლა | 1850 |
უმარტივესი მარშრუტი | ფეხით მოგზაურობა |
გალჰეპიგენი[1] (ნორვ. Galdhøpiggen) — სკანდინავიის მთების, ნორვეგიისა და საერთოდ, სკანდინავიის ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილი. მოქცეულია იუტუნჰეიმენის ქედის ფარგლებში. სიმაღლე 2469 მ.[2] აგებულია გაბროთი. გეოლოგიური თვალსაზრისით მიეკუთვნება კალედონიურ დანაოჭებას. დაფარულია მცირე მყინვარებითა და მარადი თოვლით. გალჰეპიგენი ტურიზმის ობიექტია. მწვერვალზე პატარა ქოხია აშენებული, სადაც ზაფხულში იყიდება უალკაჰოლო სასმელები, შოკოლადის ბატონები, ღია ბარათები და სხვა. გალჰეპიგენზე პირველი ასვლა განხორციელდა 1850 წელს.