იუტუნჰეიმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუტუნჰეიმენი
გალჰეპიგენი
გალჰეპიგენი
კოორდინატები: 61°36′18″ ჩ. გ. 08°28′39″ ა. გ. / 61.60500° ჩ. გ. 8.47750° ა. გ. / 61.60500; 8.47750
ქვეყანა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
უმაღლესი წერტილი გალჰეპიგენი
სიმაღლე 2469 
ფართობი 3500 კმ²
სიგრძე 80 კმ
სიგანე 45 კმ
იუტუნჰეიმენი — ნორვეგია
იუტუნჰეიმენი

იუტუნჰეიმენი (ნორვ. Jotunheimen) — მთიანეთი ნორვეგიაში. წარმოადგენს სკანდინავიის მთების ნაწილს. სიგრძე 80 კმ, სიგანე 45 კმ. ნორვეგიის 29 უმაღლესი მწვერვალი მოქცეულია იუტუნჰეიმენის ფარგლებში, მათ შორისაა ნორვეგიისა და საერთოდ, ჩრდილოეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი გალჰეპიგენი (2469 მ), რომელიც დაფარულია მცირე მყინვარებითა და თოვლით. იუტუნჰეიმენი აგებულია გაბროთი, გრანიტებით, სიენიტებითა და თიხაფიქლებით.[1]

იუტუნჰეიმენის მთიანეთის ფარგლებშია გლიტერტინდენის ქედი (2464 მ), ჰურუნგანეს ქედი (2405 მ), მემურუტინდან-ვეოტინდენის ქედი (2368 მ), გიენდეს ალპები (2341 მ) და სმერსტაბტინდენეს ქედი (2222 მ). აღმოსავლეთით ვრცელდება უტლადალენის გრძელი და ღრმა ხეობა.[2]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, გაბატონებულია ტუნდრის კლიმატი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 370–1200 მმ. ნალექები უმთავრესად თოვლის სახით მოდის.[3]

განვითარებულია ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი. არის ჩანჩქერები, რომელთაგან სიდიდით გამოირჩევა ვეტისფოსენი (275 მ). ბევრია ტბა, რომელთა სიღრმე ზოგჯერ 100 მ აღემატება.[4]

გვხვდება ალპური ტიპის დაკბილული მწვერვალები, ღრმა ტროგული ხეობები და მყინვარული ცირკები. იუტუნჰეიმენის ფარგლებში მოქცეულია ნორვეგიის მყინვარების ფართობის 10 %. განვითარებულია ხეობისა და ცირკული ტიპის პატარა მყინვარები. უდიდესია მყინვარი სმერსტაბრეანი, რომლის ფართობია 15.8 კმ².[5] 2000 წლიდან მოყოლებული მთიანეთის მყინვარები შეთხელებას განიცდიან, თუმცა მყინვართა საერთო ევოლუცია საკმაოდ რთულია.[6]

გაბატონებულია მთის ტუნდრა. მდინარეთა ხეობებში იზრდება არყი, მთრთოლავი ვერხვი, ცირცელი. განვითარებულია ტურიზმი. მის ფარგლებშია იუტუნჰეიმენის ეროვნული პარკი.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Faarlund, Thorbjørn (redaktør; 1987). Jotunheimen fra hytte til hytte, Oslo.
  2. Garmo, Torgeir T. og Marker, Elmar med flere (1981). Norges nasjonalparker: Jotunheimen, Oslo.
  3. Johnsen, Ben (1995). Jotunheimens stortopper: folk og fjell gjennom tidene. Oslo.
  4. Ryvarden, Leif (2007). Jotunheimen: naturen, opplevelser, historien, Oslo
  5. Liss M. Andreassen et Solveig H. Winsvold, Inventory of Norwegian Glaciers, 2012
  6. Nyquist, Finn P. (hovedredaktør; 1981). Jotunheimen: fra veidemark til nasjonalpark, Oslo.
  7. Aasgaard, Jan (2016). Jotunheimen gjennom historien, Oslo