გალის ქუჩა
იერსახე
გალის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ვარდისუბანი |
წინა სახელები | ყიზლარის შესახვევი, ყიზლარის ქუჩა, ვარძიის ქუჩა |
გალის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი), ლარსის ქუჩიდან გურამ რჩეულიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ყიზლარის შესახვევი. 50-იან წლებში ყიზლარის ქუჩა გახდა, შემდეგ ვარძიის ქუჩა ერქვა, 60-იან წლებში გალის ქუჩა ეწოდა. ქუჩაზე მდებარე „კოლხური კოშკის“ ეზოში დაკრძალულია კონსტანტინე გამსახურდია. აქვს 1 ჩიხი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 41, ISBN 978-99928-20-35-3.