გაზი მაშალ აჯილ ალ-იავერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაზი მაშალ აჯილ ალ-იავერი
გაზი მაშალ აჯილ ალ-იავერი
ერაყის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ივნისი, 2004 – 7 აპრილი, 2005
წინამორბედიპოლ ბრემერი
მემკვიდრეჯალალ თალაბანი

დაბადებული11 მარტი, 1958
მოსული, ერაყი

გაზი მაშალ აჯილ ალ-იავერი (არაბ. غازي مشعل عجيل الياور‎‎; დ. 11 მარტი, 1958, მოსული, ერაყი) — ერაყი სახელმწიფო მოღვაწე. ერაყის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2004-2005 წლებში.

დაიბადა 1958 წელს მოსულში. უმაღლესი განათლება მიიღო აშშ-ში, სწავლობდა საინჟინრო საქმეს ვაშინგტონის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში. ერაყის ომის დაწყების შემდეგ მხარი დაუჭირა კოალიციის ჯარებს და სადამ ჰუსეინის დამხობას. 2004-2005 წლებში ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]