შინაარსზე გადასვლა

ბუჭუნა მოშიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუჭუნა მოშიაშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 იანვარი, 1951
დაბ. ადგილი ვანი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 13 აგვისტო, 2015 (64 წლის)
გარდ. ადგილი აშდოდი, ისრაელი
ჟანრ(ებ)ი საესტრადო მუსიკა
საქმიანობა მომღერალი

ბუჭუნა მოშიაშვილი (ებრ. בוצ'ונה מושיאשווילי; დ. 21 იანვარი, 1951 — გ. 14 აგვისტო, 2015) — ქართველი ებრაელი კომპოზიტორი და მომღერალი.

ანზორ (ბუჭუნა) მოშიაშვილი დაიბადა 1951 წლის 21 იანვარს ვანში, ტრადიციულ ებრაულ ოჯახში და იქვე ეზიარა მუსიკის სიყვარულს. 1966 წელს, ასევე ქართველი ებრაელის, მიშა თეთროქალაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ვანის სამუსიკო სკოლასთან არსებული ანსამბლი „საჩინო“, რომელიც ადგილობრივი შემსრულებლებით დაკომპლექტდა. 1974 წელს ანსამბლის წევრი გახდა ბუჭუნა მოშიაშვილი, ის ანსამბლში 10 წელი მოღვაწეობდა, ეს პერიოდი ანსამბლის ერთგვარი ოქროს ხანა იყო, ჰქონდათ კონცერტები, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ასევე საზღვარგარეთ. მათ მიერ შესრულებული სიმღერებიდან აღსანიშნავია „საჩინო“ და „ფიროსმანი“.[1]

ანსამბლ საჩინოს პარალელურად მუსიკალური დუეტის სახით მოღვაწეობდნენ ბუჭუნა და ასევე საჩინოს მუსიკოსი თამაზ ნემსაძე, დუეტი ასრულებდა, როგორც უკვე ცნობილ ქალაქური ჟანრის სიმღერებს, ასევე ახალ სიმღერებსაც, რომლესაც დუეტისთვის თავად ბუჭუნა და ბორის შხიანი ქმნიდნენ.

90-იანი წლების ბოლოს მომღერალი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან მიიღო ასევე ებრაული სახელი აბრაამი. ამავე პერიოდში ისრაელში წავიდა დუეტის მეორე წევრიც, ეთნიკურად ქართველი თამაზ ნემსაძეც და დუეტმა მუსიკალური კარიერა ისრაელში გააგრძელა. 2010-იან წლებში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იუმორისტული გადაცემა კომედი შოუს ფარგლებში ჩამოყალიბდა ბუჭუნას და თამაზის შარჟირებული დუეტი ბუთქუნა და თამაზა, მსახიობების ნიკა არაბიძის და ვახო ბიჭიკაშვილის შემადგენლობით, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებელში.

2015 წლის 14 აგვისტოს ისრაელში, ქალაქ აშდოდში, საკუთარ სახლთან სეირნობისას, ბუჭუნა მოშიაშვილი ტრაგიკულად, თავის არეში მიღებული ტრავმით გარდაიცვალა.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]