შინაარსზე გადასვლა

ბოიბენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოიბენდი (იგივე ბიჭების მუსიკალური ჯგუფი) პოპ ან ჰიპ ჰოპ ჯგუფია, რომელშიც სამი ან მეტი ახალგაზრდა მომღერალი მამაკაცი ერთიანდება. მიდის მსჯელობა იმ საკითხზეც, ეწოდოს თუ არა ბოიბენდი ისეთ ჯგუფს, რომელშიც 5-ზე მეტი წევრია. ბოიბენდის წევრები, ხშირ შემთხვევაში, სიმღერასთან ერთად, ცეკვავენ და თავიანთი მუსიკის ფონზე, დახვეწილ ქორეოგრაფიულ ილეთებსაც ასრულებენ.

ბოიბენდების განსაზღვრის რაიმე განსაკუთრებული ნიშან-თვისება არ არსებობს, მაგრამ ასეთი ტიპის ჯგუფები ხშირად მეინსტრიმულ მუსიკალურ ტენდენციებს მიყვებიან, ახალი მოდური მიმართულებების შესაბამისად იცვლიან იერს, მისი წევრები პროფესიონალი მოცეკვავეები არიან და სრულყოფილ, დახვეწილ შოუებს ამზადებენ. ისინი, ძირითადად, საეკლესიო გუნდებიდან ან გოსპელის მუსიკალური ჯგუფებიდან აღმოცენდებიან, მაგრამ უფრო ხშირად, ბოიბენდების შექმნა მაინც მენეჯერებს და პროდიუსერებს უკავშირდება, რომლებიც ჯგუფებს გარეგნობის, პლასტიკურობის, გარეპვის უნარის და ვოკალური მონაცემების მიხედვით აკომპლექტებენ. ასეთი ტიპის ჯგუფებს ხშირად ხელოვნურია.

როგორც წესი, ბოიბენდებში სამიდან ექვს წევრამდეა, რომელთა რეპერტუარშიც საცეკვაო და სასიმღერო ნომრებია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]