ბოგდან მიშენკო
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ბოგდან მიშენკო | ||
დაბადების თარიღი | 29 დეკემბერი, 1994 | ||
დაბადების ადგილი | ჰერონიმოვკა, ჩერკასის ოლქი, უკრაინა | ||
სიმაღლე | 1.77 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო თბილისი | ||
ნომერი | 2 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2007–2012 | მოლოდი პოლტავა | ||
2012–2014 | მეტალურგი დონეცკი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2014–2015 | მეტალურგი დონეცკი | 9 | (0) |
2015–2016 | მილსამი ორჰეი | 8 | (0) |
2016–2017 | დესნა ჩერნიგოვი | 11 | (0) |
2017– | დინამო თბილისი | 1 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2015 | უკრაინა 21 წლ. | 1 | |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 მარტი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 მარტი, 2017 |
ბოგდან მიშენკო (უკრ. Богдан Олексійович Мишенко; დ. 29 დეკემბერი, 1994, ჰერონიმოვკა, უკრაინა) — უკრაინელი ფეხბურთელი, პოზიციით მარჯვენა მცველი. ამჟამად იცავს „დინამო თბილისის“ ღირსებას.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდული კარიერა დაიწყო პოლტავის „მლოდიში“. 2012 წელს კონტრაქტი გააფორმა დონეცკის „მეტალურგთან“. 2014 წლამდე ითამაშა ახალგაზრდულ გუნდში, ძირითად გუნდში გაატარა ერთი, 2014-15 წლების სეზონი და 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა (7 მატჩში შეცვლაზე შემოვიდა). უკაინის პრემიერ ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2014 წლის 3 აგვისტოს, ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ. სეზონის დასრულების შემდეგ გამოიძახეს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში. ნაკრებში ჩატარებულ პირველივე მატჩში მიიღო ტრავმა, რის გამოც 6 კვირა გაუცდა.[1] 2015 წლის ივლისში დონეცკის „მეტალურგი“ გაკოტრდა, რის გამოც მიშენკო უკლუბოდ დარჩა.
თავისუფალი აგენტის სტატუსით, სინჯებზე იმყოფებოდა ხარკოვის „მეტალისტში“.[2] 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა მოლდოვურ „მილსამის“,[3] სადაც ნახევარი სეზონი დაჰყო და 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.[4] 2016 წლის იანვრიდან ამავე წლის ივლისამდე უკლუბოდ იყო, შემდეგ შეუერთდა ჩერნიგოვის „დესნას“.[5] უკრაინის დონით მეორე ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბში გაატარა ნახევარი სეზონი, ჩაატარა 11 მატჩი (4 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეცვალეს, 7 მატჩში შეცვლაზე შევიდა). 2017 წლის იანვრიდან „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია.
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის ივნისში, მიშენკო, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, სერგეი კოვალეცმა ვალერი ლობანოვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩემპიონატზე გასამართი მატჩებისთვის მიიწვია.[6] ამ ტურნირში უკრაინის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, მიშენკომ მხოლოდ 1 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება, მოლდოვის წინააღმდეგ, იგი მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა, 59-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა. მე-60 წუთზე მიიღებული მძიმე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი დინამო თბილისის ოფიციალურ საიტზე (ქართული ენა)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Металлург Д: Мышенко пропустит до шести недель. football.ua (2015-06-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-06.
- ↑ На просмотр в «Металлист» приехал Богдан Мишенко. ФК-Металлист.com (2015-07-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-06.
- ↑ Игрок молодёжной сборной Украины перешёл в молдавский клуб. UA-football.com (2015-08-31).
- ↑ Богдан Мышенко: «Возвращаюсь в Украину, есть интерес нескольких клубов Премьер-лиги». MatchDay.ua (2016-01-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-01. ციტირების თარიღი: 2016-01-25.
- ↑ Мышенко перешёл в Десну. SportArena.com (2016-07-14). ციტირების თარიღი: 2016-07-14.
- ↑ Молодёжная сборная Украины: заявка на Мемориал Лобановского. ФФУ (2015-05-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-01. ციტირების თარიღი: 2017-03-06.
|