შინაარსზე გადასვლა

ბაშკირეთის შეერთება რუსეთთან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურახანის მავზოლეუმი. XIV-XV სს

ბაშკირეთის შეერთება რუსეთთან — ბაშკირეთის შესვლა რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში.

ისტორიული ბაშკირეთის რუსეთთან შეერთებაზე 3 სხვადასხვა სადისკუსიო ვერსია არსებობს:

  • ნებაყოფლობითი შეერთება
  • დაპყრობა
  • იძულებით-ნებაყოფლობითი.

არსებობს, აგრეთვე კამათი პროცესის დასახელებაზე. ერთნი მას უწოდებენ შესვლას, მეორენი — მიერთებას. ასევე, საკამათოა, მოცემული ისტორიული ფაქტის თარიღი, რადგან რამდენიმე ალტერნატივა არსებობს.

XVI ს. შუა ხანებში ბაშკირეთის ისტორიული ტერიტორია შედიოდა ნოღაის ურდოს, ასტრახანის სახანოს, ყაზანის სახანოს, და ციმბირის სახანოს შემადგენლობაში. მეფე ივანე IV მრისხანემ ყაზანის სახანოს აღების შემდეგ ბაშკირებს მიმართა წინადადებით, ნებაყოფლობით შესულიყვნენ რუსეთის სამეფოს შემადგენლობაში.

იმავე პერიოდში ნოღაის ურდოში სიტუაცია იყო არასტაბილური. ყოფილი ყაზანის სახანოს ტერიტორიაზე არსებულ ბაშკირთა მიწებზე პრეტენზიები წამოაყენეს ნოღაელმა მურზებმა და ციმბირელმა მმართველებმა. დაიწყო ურთთიერთშორის ომები, რომელსაც თან სდევდა რეგიონში სტიქიური უბედურება, შიმშილი, ჭირი.

ბაშკირული ტომების სახალხო კრებაზე აირჩიეს წარმომადგენლები, რომელთაც დაევალათ ელჩობა ყაზანსა და შემდეგ მოსკოვში მოლაპარაკებათა საწარმოებლად.

1554—1557წწ. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ყაზანში მეფისნაცვალთან ბოიარ ა.ბ. გორბატი-შუისკისთან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი ყაზანის სახანოს ჩრდილო-დასავლეთელი ბაშკირები. დამამათავრებელ ეტაპზე ელჩობა გაემგზავრა მოსკოვში, სადაც მოსკოვის ხელისუფლებასთან დასრულდა მოლაპარაკებები. ელჩებმა მიიღეს სიგელი ივანე მრისხანისაგან. სიგელი წარმოსდგენს რუსეთის სახელმწიფოსა და ბაშკირეთის გაერთიანების ხელშეკრულებას. მასში ასახული იყო გაერთიანების პირობები.

ურალისპირა ბაშკირების ნაწილი მოგვიანებით, დაახლოებით XVI — XVII სს. მიჯნაზე შეუერთდა რუსეთს, როდესაც ციმბირის სახანო იქნა განადგურებული.

შეერთების პირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირთა გადმოცემებში ერთმნიშვნელოვნად ბატონობს აზრი რუსეთთან არა მხოლოდ მშვიდობიან შეერთებაზე, არამედ, სამეფო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე - ბაშკირეთის განსაზღვრული პირობებით მიერთებასა და ამ პირობების დაურღვევლობაზე. რუსეთის სამეფო ხელისუფლება ჰპირდებოდა მშვიდობიანი ცხოვრების გარანტიას, გარეაგრესის დროს დახმარებას, ბაშკირთა მიწისმფლობელობის დაცვას, რელიგიის თავისუფლებას, საშინაო საქმეებში ჩაურევლობას და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეუხებლობას. ხოლო ბაშკირები, თავის მხრივ, აღიარებდნენ რუსული სახელმწიფოს ქვეშევრდომობას, ჰპიდებოდნენ ხელისუფლებას საჭირო შემთხვევაში სამხედრო დახმარებას და იხდიდნენ გადასახადს (იასაკი).

შეერთების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის ტერიტორია და მოსახლეობის რაოდენობა. ბაშკირეთში შეწყდა ურთიერთშორის ომები, დაიწყო სამრეწველო განვითარება. თუმცა, ამავე დროს, ბაშკირებს წაერთვათ საკუთარი ეროვნული სახელმწიფოებრივი გაერთიანების შექმნის საშუალება.

მოგვიანებით რუსეთის სამეფო ხელისუფლების მხრიდან დაირღვა მოლაპარაკებებით ნაკისრი ზოგიერთი პირობა. მაგ: დაირღვა მიწისმფლობელობის არსებული წესი, გაიზარდა გადასახადები, გაუქმდა თვითმმართველობა, შეიზღუდა ადგილობრივი რელიგია და დაიწყო იძულებითი ქრისტიანიზაცია და სხვ. ამ ყველაფერმა ერთპიროვნულად გამოიწვია ბაშკირთა აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ. არაერთხელ იგზავნებოდა საპროტესტო წერილები სამეფო ხელისუფლებასთან ბაშკირთა მხრიდან. საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ უფრო დაუმძიმა პირობები.

ბაშკირთა რუსეთთან შეერთების მოვლენები აღწერილ იქნა მათ გენეალოგიურ თხზულებაში —"შეჟერე". აგრეთვე, აისახა ბაშკირულ ფოლკლორში. 1957 და 2007 წწ. დიდი ზარზეიმით აღინიშნა ბაშკირეთის რუსეთთან შეერთების 400 და 450 წლისთავი. გაიმართა საზეიმო ღონისძიებები, სამეცნიერო კონფერენციები. აღნიშნული მოვლენების პატივსაცემად დედაქალაქ უფაში აღიმართა მეგობრობის მონუმენტი.

  • Горохов А. В. Присоединение Урала и Западной Сибири к России в конце XVII — первой половине XVIII веков.
  • Алтон С. Доннелли. Завоевание Башкирии Россией. Перевод с английского Л. Р. Бикбаевой. Уфа, 1995.
  • Еникеев З. И. Правовой статус Башкортостана в составе России. Уфа: «Гилем», 2002. — 374 с.
  • История башкирского народа: в 7 т./ гл. ред. М. М. Кульшарипов; Ин-т истории, языка и литературы УНЦ РАН. — Уфа: Гилем, 2011. — 476 с.: ил. — ISBN 978-5-02-037008-1. Т. III. — 2011. — ISBN 978-5-7501-1301-9 (т. 3) (в пер.)
  • История Башкортостана с древнейших времён до наших дней: В 2 т. / И. Г. Акманов, Н. М. Кулбахтин, А. З. Асфандияров и др.; Под ред. И. Г. Акманова. Т.1. История Башкортостана с древнейших времен до конца XIX в. — Уфа: Китап, 2004. — 488 с.: ил. — С. 111.
  • Мажитов Н. А., Султанова А. Н. История Башкортостана с древнейших времен до XVI в. Уфа, 1994.
  • Юсупов Ю. М. Башкортостан XV — первой половины XVI вв.: социально-политический аспект. Дис… канд. истор. наук. — Уфа: Башкирский государственный университет (БашГУ), 2009.
  • Шарипов Р., Искужин Т. Вхождение Башкортостана в состав России: теоретический и историко правовой аспекты.// Статья в ж."Ватандаш". დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]