ბასილი (ღვთაება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასილი.

ბასილი, ბასილა — ნახევრად წარმართული ღვთაება, რომელშიც შერწყმულია ქრისტიანული ეკლესიის მოღვაწეის ბასილი დიდისა და „დიდ ღმერთად“ წოდებული ქართული წარმართული ღვთაების, იგივე ბოსელის კულტისაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. ამ ორი კულტის დაახლოება-შერწყმა სახელთა მსგავსების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. ბასილას ანუ კაც-ბასილას უწოდებდნენ კაცის სახის საახალწლო კვერს, რომელსაც დიდ ღმერთს უძღვნიდნენსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ — „ბარაქა ამ გოდორსო“. მას ახალწელიწადს წყალსაც ასხურებდნენ ან წყალკურთხევა დღეს მდინარეში ასველებდნენ. ასეთსავე კვერებს აცხობდნენ კახეთსა და ჯავახეთში.

ზოგჯერ ბასილა გამოსახული იყო მრგვალი კვერის ზედაპირზე, ამიტომ ამ კვერსაც ბასილა ეწოდებოდა. რაჭის ზოგიერთ სოფელში საახალწლოდ „კაც-ბასილად“ წოდებული მრგვალი პურები ცხვებოდა, რომელთაგან ყველაზე დიდი მზის სიმბოლური ნიშნით, რკალებით, იყო დაჭრელებული და მას „კერია-ბერია“ ერქვა. საგულისხმოა, რომ კვერს, რომელიც ბოსლობა საღამოს ცხვებოდა საქონლის მისალოცავად, მთის რაჭაში ბასილი ჭიჭყნია ეწოდებოდა. სამეგრელოში ბასილა ეწოდებოდა გრძელსა და ვიწრო კვერს, რომელსაც წმ. ბასილის სახელზე საახალწლოდ აცხობდნენ ღორის ქონით შეზავებული ხორბლის ან ჭვავის ფქვილისგან. ამ კვერს ფშავსა და ხევსურეთში ცვლიდა კაცთა (ადამიანთა) სახელზე გამომცხვარი ბედისკვერა (ფშავში) და სამეკვლეო კვერზე — კაცისა და ქალის აიმბოლური გამოსახულება (ხევსურეთში).

მიცვალებულის კულტთან დაკავშირებუთ თუშეთშიც აცხობდნენ კვერს სულთაკრეფის დღეს. ბასილაკვერს აცხობდნენ ახალწლის ღამეს და დებდნენ საახალწლო სუფრაზე, რომელზედაც ეწყო ასეთივე სიმბოლური ნამცხვრები: ცხენის ნალი, ცხვრისა და ძროხის ცური, ხარის რქა, ნამგალი, სახრე და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]