ბართქორთი
იერსახე
ბართქორთი | |
---|---|
კოორდინატები: 42°43′49″ ჩ. გ. 44°32′59″ ა. გ. / 42.73028° ჩ. გ. 44.54972° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4000 მ |
სიგრძე | 3 კმ |
ბართქორთი — ქედი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ყოფს დევდარაკისა და ჩათის მყინვარებს. სიგრძე 3 კმ-მდე, ეშვება ზღვის დონიდან 4000-დან 3000 მ-მდე. წარმოადგენს ანდეზიტის ვულკანურ ნაკადს. თხემი დაფარულია თოვლ-ყინულით და უმთავრესად ნივალურ ზონაშია. ადგილ-ადგილ დამახასიათებელი წვეტიანსვეტებიანი გაშიშვლებული კლდეებია.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 32.
- ↑ მელიტონ სანებლიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 358.