ბარბარა ბრილსკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარბარა ბრილსკა

ბარბარა ბრილსკა 11978 წელი
დაბადების თარიღი 5ივნისი, 1941 (79 წლის)
სკოტნიკი, პოლონეთი
მოქალაქეობა პოლონეთის დროშა პოლონეთი
პროფესია მსახიობი
ჯილდოები სსრკ სახელმწიფო პრემია

ბარბარა ბრილსკა  (პოლონ. Barbara Brylska; დ. 5 ივნისი, 1941, სკოტნიკი, ლოძის სავოევოდო, პოლონეთი) — პოლონეთისა და საბჭოთა კავშირის თეატრისა და კინოს მსახიობი.

სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977). ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებში იგი ყველაზე მეტად ცნობილია ნადია შეველიოვას როლით, ელდარ რიაზანოვის ფილმში "ბედის ირონია ანუ გაამოთ“. 2008 წელს იყო პირველი არხის გასართობი სატელევიზიო პროგრამის "ორი ვარსკვლავი -2" ჟიურის წევრი. 2009 წლიდან - TRK უკრაინის სატელევიზიო შოუს "სახალხო ვარსკვლავის" ჟიურის წევრი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარა ბრილსკა დაიბადა 1941 წლის 5 ივნისს ქალაქ ლოძის მახლობლად, სკოტნიკში. მისი მშობლები ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ. მამა ხელოსანი იყო, დედა კერავდა. თავიანთ ორ ქალიშვილს ჭეშმარიტად კათოლიკური სიმკაცრით ზრდიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ბარბარამ სწავლა სამხატვრო ლიცეუმში გააგრძელა. სასწავლებლის დირექტორმა მომხიბლავ გოგონაში მაშინვე დაინახა მომავალი მსახიობი - აიძულა ბარბარა, რომ თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ვარშავის უმაღლეს სკოლაში ჩაებარებინა. პირველსავე კურსზე იგი გადაღებაზე მიიწვიეს. 15 წლის ასაკში მან პირველად ითამაშა ეპიზოდური  როლი მხატვრულ ფილმში "ბედნიერების ქოშები". ფილმის გადაღების შემდეგ გოგონამ სწავლა დაიწყო თეატრალურ ჯგუფში, სწავლობდა ლოძის უმაღლესი თეატრალურ სკოლაში. 1967 წელს დაამთავრა ვარშავის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის სკოლა.[2]

პირველი მთავარი როლი 1963 წელს შეასრულა  ფილმში " კვირის ჩვეულებრივი დღე". 1966 წელს მან ითამაშა  ბოლესლავ პრუსის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში "ფარაონი". მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა პოლონურ სკანდალურ ფილმში „სიყვარულის ანატომია“ შესრულებულმა ევას როლმა. მან ასევე ითამაშა საბჭოთა, გერმანელი (GDR), ჩეხოსლოვაკიელი და ბულგარელი კინემატოგრაფისტების ფილმებში. სსრკ-ში ის პოპულარული გახდა ელდარ რიაზანოვის  ფილმით"ბედის ირონია, ანუ გაამოთ" ნადიას როლის შესრულების შემდეგ. ამ როლისთვის მას მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.

XXI საუკუნის დასაწყისში  მსახიობმა თეატრის სცენაზე გადაინაცვლა. პირველად მაყურებლის წინასე წარდგა რეჟისორ რომან მარხოლიას სპექტაკლში „კვარტეტი“, რომელიც  მოსკოვში გალინა ვიშნევსკაიას სახელობის საოპერო სიმღერის ცენტრში დაიდგა. [3]

2001 წელს, პირველად დიდი ხნის შესვენების შემდეგ, იგი დაბრუნდა  კინოეკრანებზე რომან კაჩანოვის ფილმით „Down House“.[4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარა ბრილსკა რამდენჯერმე იმყოფებოდა ქორწინებაში. მისი პირველი მეუღლე (1961-1968) მათემატიკოსი იან ბოროვეცი იყო, რომელსაც არ აინტერესებდა მეუღლის შემოქმედება და ზოგადად ხელოვნება, ამიტომ ბარბარას ინიციატივით ქორწინება მალე დასრულდა.  განქორწინების შემდეგ ბრილსკა მეორედ გაჰყვა ცოლად  მსახიობ იერჟი ზელნიკს, რომელთანაც ასევე არ აეწყო ურთიერთობა.

ფილმის „თეთრი მგლები“ გადაღებებზე ბარბარა ბრილსკა შეხვდა იუგოსლაველ მსახიობს სლობოდან დიმიტრიევიჩს, რომელსაც ბარბარა თავის უდიდეს სიყვარულად თვლის. ქორწინება დიმიტრიევიჩთან არ შედგა. ბარბარა ბრილსკას მესამე ქმარი იყო ექიმი-გინეკოლოგი ლუდვიგ კოსმალი, რომელთანაც მსახიობმა18 წელი იცხოვრა და ორი შვილი შეეძინა.  ქმრის მუდმივი ღალატის გამო, ბარბარა მეუღლეს დასცილდა.

უფროსი ქალიშვილი, მსახიობი და მოდელი ბარბარა კოსმალი (02/26/1973 - 15.05.1993) ტრაგიკულად დაიღუპა ბჟეზინში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას.

უმცროსი ვაჟი ლუდვიგი (დაიბადა 1982 წელს), ბარბარას ჰყავს  ორი შვილიშვილი: შიმონი და იაკუბი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1966-68 მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია — ინგა
  • 1973 ქალაქები და წლები — მარი ურბახი
  • 1975 ბედის ირონია, ანუ გაამოთ — ნადია შეველიოვა
  • 1978 სისხლის უკანასკნელ წვეთამდე — ევა კოშელსკაია
  • 2005 ბედის ირონია (გაგრძელება) — ნადია შეველიოვა
  • 2006 საოცარი შობა — ოლგა სამოილოვა
  • 2008 ადმირალი — როზა

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Barbara Brylska at IMDb
  2. Fototeka, fototeka.fn.org.pl [dostęp 2019-07-17] (პოლონურ ენაზე)
  3. "Kama musi być naga". Onet Kultura (პოლონურ ენაზე). 2020-11-14. Retrieved 2020-11-25.
  4. "10th Moscow International Film Festival (1977)". MIFF. Archived from the original on January 16, 2013. Retrieved 2013-01-07.