ბათქაში
იერსახე
ბათქაში — კედლის, ტიხრის, ჭერისა და სხვა ზედაპირის მოსაპირკეთებელი შრე. ბათქაშს ხმარობენ გლუვი ან რელიეფური ზედაპირის მისაღებად. მისი დანიშნულებაა კონსტრუქციების დაცვა ტენის, გამოფიტვისა და ცეცხლისაგან, მათი ჰაერშეღწევადობისა და ბგერათგამტარობის შემცირება. ბათქაში ორგვარია: სველი (ზედაპირი შელესილია საბათქაშე ხსნარით) და მშრალი (ზედაპირზე აკრავენ ქარხანაში წინასწარ დამზადებულ მოსაპირკეთებელ ფილებს).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 2, გვ. 152, თბ., 1977