აწყურის ქუჩა
იერსახე
აწყურის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
წინა სახელები | ფერმა-ავლაბრის დიდი პროსპექტი, აწყურის დიდი პროსპექტი |
აწყურის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); კასპის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის I ნახევარში. 20-იან წლებამდე ფერმა-ავლაბრის დიდი პროსპექტი ერქვა. თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია როგორც აწყურის დიდი პროსპექტი, 1940 წლის ცნობარში — როგორც აწყურის ქუჩა. აქვს 1 შესახვევი (ყოფილი შირაქის III შესახვევი, შემდგომ — აწყურის I შესახვევი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 24, ISBN 978-99928-20-35-3.