აშხარბეგ ბებუთაშვილი
იერსახე
აშხარბეგ ხოჯა ბებუთას (ბეგბუთა) ძე ბებუთაშვილი (დ. XVII – გ. 1734) — თბილისის მამასახლისი (1712), მელიქი (1714—1721), მელიქ-მამასახლისი (1724—1735). აღა ბებუთაშვილის მამა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1712 წელს იყო თბილისის მამასახლისი. 1713–1721 წლებში იყო თბილისის მელიქი; 1723–1735 წლებში – მელიქ–მამასახლისი; ქალაქში ეწეოდა აღმშენებლობას. იყო ხოჯა ბეჰბუდას[1] შვილიშვილი. მან გააფართოვა მამაპაპისეული მამულები. ვახუშტის ცნობით, „ოსმალობის“ ხანაში ისაყ–ფაშა ჯაყელის მხარდაჭერით სარგებლობდა და ქართველ დიდებულებს უპატივცემულოდ ეპყრობოდა. გარდაიცვალა 1734 წელს. ერთი ქრონიკის ცნობით აშხარბეგ ბებუთაშვილი ისაყ–ფაშამ ჩამოახრჩო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 336, ISBN 99928-20-32-2.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აგრეთვე იხსენიება, როგორც ბებუთა (ბეგბუთა).