შინაარსზე გადასვლა

აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქარტიის ხელმოწერა:გრიგოლ ვაშაძე და კონდოლიზა რაისი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ.

ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთობლივი, არასავალდებულო ხასიათის ქარტია, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს და საქართველოს ნატოში მისწრაფებისადმი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს. ქარტია გაფორმდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში 2009 წლის 9 იანვარს. ხელს აწერენ: საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.

ქარტია იყო პასუხი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე[1]. ანალოგიური ქარტია გაფორმდა 2008 წლის 19 დეკემბერს აშშ-სა და უკრაინას შორის, ხოლო უფრო ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან

საქართველოს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც მოამზადებენ ქარტიის, კონკრეტულ სამოქმედო გეგმად გადაქცევის წინადადებებს.

2009 წლის 22 ივნისს, აშშ-მ და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი საბჭო დააარსეს, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ქარტიის მიზნების განხორციელებაზე. პირველი სხდომა ვაშინგტონში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეხვედრით.[2]

ქარტია შედგება პრეამბულისა და ხუთი ნაწილისგან. შედგენილია ორ, ქათულ და ინგლისურ თანაბარ ეგზემპლიარად. პრეამბულაში დეკლარირებულია ზოგადი საკითხები, რასაც ეხება ქარტია.

ვიკიციტატა
„ვადასტურებთ ჩვენი, როგორც მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობის მნიშვნელობას, განზრახული გვაქვს გავაღრმავოთ პარტნიორობა ორი ერის საკეთილდღეოდ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა ორმხრივი პრიორიტეტების ფართო სპექტრით.“

შემდეგ, ქარტიის ნაწილებში დეტალურადაა გაცხადებული კონკრეტული საკითხები:

  • ნაწილი I: პარტნიორობის პრინციპები
  • ნაწილი II: თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში
  • ნაწილი III: ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა
  • ნაწილი IV: დემოკრატიის გაძლიერება
  • ნაწილი V: ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული გაცვლის გაფართოება

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეძლოს საქართველოსა და უკრაინაზე რუსეთის ზეწოლის შეჩერება“, — აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, სენატორი ჰილარი კლინტონი. გაზეთი „24 საათი“, სტ. ვაშინგტონის ძლიერი წინააღმდეგობა დაარქივებული 2016-03-09 საიტზე Wayback Machine.
  2. „საქართველომ და აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო დააფუძნეს“. Civil.Ge. 23 ივნისი, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 23 ივნისი, 2009. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება); |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)