აღმოსავლეთი მალაიზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძული ბორნეო, რომელზეც აღმოსავლეთი მალაიზია ფორთოხლისფრადაა აღნიშნული.

აღმოსავლეთი მალაიზია (მალ. Malaysia Timur) აგრეთვე ცნობილი როგორც: საბაჰი, სარავაკი და ლებუანი (Sabah, Sarawak dan Labuan) ან მალაიზიური ბორნეო[1]მალაიზიის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც კუნძულ ბორნეოზე მდებარეობს. ის შედგება შტატებისგან: საბაჰი, სარავაკი და ფედერალური ტერიტორია ლაბუანისგან.[2]

დასავლეთი მალაიზია (ნახევარკუნძულის მალაიზია)[3] მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულზე. მალაიზიის ეს ორი ნაწილი ერთმანეთისგან სამხრეთ ჩინეთის ზღვითაა გამოყოფილი.[4] აღმოსავლეთი მალაიზია დასავლეთთან შედარებით ნაკლებად დასახლებული და ნაკლებად განვითარებულია. დასავლეთი მალაიზია ტერიტორიულადაც უფრო დიდია და მას აქვს ისეთი ბუნებრივი წიაღისეულის მარაგები, როგორიცაა ნავთობი და გაზი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Malaysia urged to scrap coal plant in eco-sensitive Borneo“. AFP. 7 July 2010. ციტირების თარიღი: 8 July 2010.
  2. http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2006:354:0019:0028:EN:PDF
  3. Location. Malaysia Travel.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 7 July 2010.
  4. Malay Peninsula. HarperCollins Publishers. ციტირების თარიღი: 7 July 2010.