აქლემისებრნი
იერსახე
აქლემისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ორკუზიანი აქლემი (Camelus bactrianus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Camelidae (Gray, 1821) | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
|
აქლემისებრნი (ლათ. Camelidae) — მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი კორძფეხიანთა (ლათ. Tylopoda) ქვერიგისა. აქვთ დიდი, ტლანქი სხეული (სიმაღლე მინდაოში 70-210 სმ), გრძელი კისერი, გაყოფილია ზედა ტუჩი, კიდურებზე ორ-ორი თითი, რომლებიც პატარა ჩლიქებით ბოლოვდება. აქლემისებრთათვის დამახასიათებელია ოვალური ერითროციტები, რაც გამონაკლისია ძუძუმწოვრებში. გავრცელებული არიან აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. ცნობილია სამი გვარი: აქლემი, ვიკუნია და ლამა.[1] ველურად გვხვდება ჰუანაკო, ვიკუნია და ორკუზიანი აქლემი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 38.