შინაარსზე გადასვლა

ასონანსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასონანსი (ფრანგ. assonance - თანხმობა) — რამდენიმე მნიშვნელობა აქვს:

  1. სალექსო სტრიქონში ერთი და იმავე ხმოვნის გამეორება. ასონანსი აძლიერებს კეთილხმოვანებას, მაგ,., მზემ დასავლეთი დააიარა (გ. ტაბიძე);
  2. არაზუსტი რითმა, რომელშიც ხმოვნები საერთოა, თანხმოვანთა ერთი ნაწილი კი განსხვავებული. ასონანსურ რითმებს ქმნის: მსგავს თანხმოვანთა მონაცვლეობა (მაგ., კვირტი - ზვირთი), განსხვავებულთანხმოვანთა მონაცვლეობა (მაგ., გადამხედია - მტერია), თანხმოვნის დაკლება რითმის ბოლოში (მაგ., ვნახეთ - კახეთს), თანხმოვნის დაკლება რითმის შიგნით (მაგ., მოდებს - ისმოდეს), თანხმოვანთა მეტათეზისი (მაგ., წამსვე - სავსე).
  • ქსე, ტ. 1, გვ. 638, თბ., 1975

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასონანსი“-დან