ასკილაურის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასკილაურის ეკლესია.
ასკილაურის პირველი ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ასკილაური

ასკილაურის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ასკილაურის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 1,3 კილომეტრზე, ტყეში. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,82X4,67) ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. შიგნითა კედლების წყობაში ნატეხი ქვაცაა ჩართული. გარეთა კუთხეები ძირითადად გამოყვანილია არცთუ ისე სუფთად დამუშავებული შირიმის ბლოკებით. საპირე ქვებს შორის დარჩენილი არეები როგორც გარედან ისე შიგნიდან ამოვსებულია დუღაბით. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: კედლებიდან ყველაზე დიდ სიმაღლეზე დასავლეთ კედელი დგას, თუმცა ფრონტონის მნიშვნელოვანი ნაწილი მონგრეულია. დანარჩენი კედლებიდან აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის გარედან თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარული. სამხრეთის კი დაახლოებით 1,8 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი ეკლესიის აღმოსავლეთ ნახევრის დიდი ნაწილი ამოვებულია ქვებითა და მიწით. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელსაც შუა ნაწილი განგრეული აქვს. აფსიდის ჩრდილოეთ თბილისში საშუალო ზომის ოთხკუთხა ნიშაა. აბსიდი, დარბაზის შესაბამის კედლებიდან, გამოყოფილია მხრებით. რომელთა დიდი ნაწილი შირიმის ქვითაა გამოყენ გამოყვანილი. დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში, დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში ჯგუფად განლაგებული მცირე ზომის, ხუთი კვადრატული მუშაა. მასშასადამე ოთხი ერთ დონეზეა. წყვილ-წყვილად, ხოლო მეხუთე მარცხენა წყვილის თავზე. ეკლესია შვილი გადახურული იყო სხმული კამარით. აბსიდი კი კონქით. კონქიდან მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარია დარჩენილი. კამერიდან კი მთელ სიგრძეზე ჩრდილოეთ გვერდის ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]