შინაარსზე გადასვლა

არჩილ ვაშაკიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არჩილ ვაშაკიძე (დ. 30 მაისი, 1943) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი.

არჩილ ვაშაკიძე დაიბადა 1943 წლის 30 მაისს, თბილისში. 1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.

1970-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ელექტროტექნიკისა და ელექტროფიკაციის კათედრაზე ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტის დეკანის, გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიზაციის კათედრის გამგის თანამდებობებზე; 1997-2003 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი, 2003-2005 წლებში რექტორი; 2012 წლიდან არჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სრულ პროფესორად. არჩილ ვაშაკიძე არის მრავალი სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ნაშრომებისა და გამოგონების ავტორი. მონაწილეობდა საქართველოში პირველი მობილური სატელეკომუნიკაციო სისტემის "ალტაის" შექმნაში. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ეძღვნება ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედებისას ენერგეტიკული მოწყობილობების ოპტიმალური პარამეტრების დადგენას, საქართველოს ელექტროენერგიის აღდგენადი და არატრადიციული წყაროების გამოყენებას, საქართველოში ბიობენზინისა და ბიოდიზელის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შექმნა სამკურნალო მცენარის "იუკა დიდებულის" ამღები და ციტრუსების გამომრჩევი მანიპულატორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992), ინჟინერ-ელექტრიკოსი.დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.

1970-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ელექტროტექნიკისა და ელექტროფიკაციის კათედრაზე ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტის დეკანის, გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიზაციის კათედრის გამგის თანამდებობებზე; 1997-2003 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი, 2003-2005 წლებში რექტორი; 2012 წლიდან არჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სრულ პროფესორად. არჩილ ვაშაკიძე არის მრავალი სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ნაშრომებისა და გამოგონების ავტორი. მონაწილეობდა საქართველოში პირველი მობილური სატელეკომუნიკაციო სისტემის "ალტაის" შექმნაში. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ეძღვნება ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედებისას ენერგეტიკული მოწყობილობების ოპტიმალური პარამეტრების დადგენას, საქართველოს ელექტროენერგიის აღდგენადი და არატრადიციული წყაროების გამოყენებას, საქართველოში ბიობენზინისა და ბიოდიზელის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შექმნა სამკურნალო მცენარის "იუკა დიდებულის" ამღები და ციტრუსების გამომრჩევი მანიპულატორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992), ინჟინერ-ელექტრიკოსი.[1]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III, თბ., 2014, გვ.197;
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 4, შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2002, გვ.119

რესურესები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არჩილ_ვაშაკიძე“-დან