აპო
იერსახე
აპო იგივე აპუ - ინკების მითოლოგიური პანთეონის ერთ-ერთი ღვთაება. მთის სული, რომელიც მაღალმთიან ადგილებში მაცხოვრებელ ადამიანს შეეწეოდა და იფარავდა. ამ ღვთაებას დღემდე ეთაყვანება პერუს, ბოლივიის, ეკვადორისა და ჩილეს ზოგიერთი რაიონის მკვიდრი მოსახლეობა.
მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონტექსტის მიხედვით სიტყვა აპო-ს ინკების მითოლოგიაში სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს:
- ღვთება ან ზეარსება, წმინდა მთის სული, უძლიერესი ბუნების სულთა შორის.
- წმინდა მთა, წინაპართა საცხოვრებელი.
- ავტორიტეტული ადამიანი, წინამძღოლი. ერთ-ერთი უმაღლესი წოდება ინკების იმპერიაში, რომელსაც ეკისრებოდა საიმპერიო საბჭოსა და უმაღლესი სასამრთლოს ფორმირება. ეს ტერმინი ტრადიციულად გამოიყენება თავაზიანი მიმართვისას და მოწიწების გამოსახატავად. მაგალითად, ატაჰუალტა აპუ ინკა. ასევე ერთ-ერთი სახელი ვირაკოჩასი: აპუ კუნ ტიკსი ვირაკუტრა.
- ძლიერებისა და მორჭმულობის აღმნიშვნელი ზედსართავი სახელი.
- ზკნელსა და ზესკნელში მობინადრე ადამიანის მცველი მთის სულები.