ანტონ ბერნოლაკი
ანტონ ბერნოლაკი (სლოვაკ. Anton Bernolák, 3 ოქტომბერი 1762, სოფ. სლანიცა — 15 იანვარი 1813, ნოვე-ზამკი) — სლოვაკი ფილოლოგი და კათოლიკე მღვდელი. სლოვაკური სალიტერატურო ენის პირველი კოდიფიკაციის ავტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერნოლაკი დაიბადა 1762 წელს 3 ოქტომბერს ორავაში, სოფელ სლანიცაში წვრილი აზნაურის ოჯახში (ეს თარიღი დაზუსტებულია, როგორც ნათლობის დღე, ხოლო დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის). 1774—1778 წწ. წავლობდა რუჟომბერკის გიმნაზიაში, მოგვიანებით, ბრატისლავაში, ტრნავაში და ბოლოს, ორი წელი სწავლობდა თეოლოგიას ვენაში. სწავლის პერიოდში ბერნოლაკი ინტერესდება აგრეთვე, ენათმცოდნეობით, ისტორიით, ეკონომიკით, მედიცინით და სხვა მეცნიერებებით. 1787 წელს ის ამთავრებს სწავლას ბრატისლავას გენერალურ სემინარიაში. მშობლიური ენის მოყვარულთა წრის მხარდაჭერით, რომლის წევრიც იყო თავად, ბერნოლაკმა 1787 წელს ანონიმურად გამოსცა «სლავური დამწერლობების ფილოლოგიურ-კრიტიკული ანალიზი» (Dissertatio philologico-critica de literis Slavorum) «ორთოგრაფიის» (Orthographia) პროგრამით. ამ წიგნის გამოცემის წელი ითვლება სლოვაკური ენის ისტორიის დასაწყისად.
სემინარიის დამთავრების შემდეგ ანტონ ბერნოლაკი ასრულებდა მოძღვრის მოვალეობებს ჩეკლისში. (Čeklís, Čeklýs aj Lužnica) — დღეისათვის სოფელი ბერნოლაკოვო (Bernolákovo), ამასთან, ის განაგრძობს თავის სამეცნიერო მოღვაწეობას — 1790 წელს ანტონ ბერნოლაკმა გამოსცასლოაკური ენის პირველი გრამატიკა (Grammatica Slavica). 1791 წელს ის გამოსცემს შრომას სიტყვათწარმოქმნა სლოვაკურ ენაზე «სლოვაკური სიტყვების ეტიმოლოგია» (Etymologia vocum slavicarum), ამავე წელს ბერნოლაკი გადადის ტრნავაში, საარქიეპისკოპოსო ვიკარიატის მდივნად. 1797 წელს სიკვდილამდე (1813) ანტონ ბერნოლაკი ცხოვრობდა ქალაქ ნოვე-ზამკიში, აქ ის მუშაობდა ქალაქის სკოლის დეკანად და მმართველად. მან თავის «სლოვაკურ ჩეხურ-ლათინურ-გერმანულ-უნგრულ ლექსიკონზე» (Slowár Slowenskí Češko-Laťinsko-Ňemecko-Uherskí) მუშაობა ჯერ კიდევ ჩეკლისეში დაიწყო მუშაობა და ამჯერად, ნოვე ზამკიში გააგრძელა. თუმცა მან ვერ შეძლო ლექსიკონის გამოცემა ფინანსური და სხვა სიძნელეების გამო. ლექსიკონი გადამუშავებულ და გამოცემულ იქნა უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ 1825—1827 წწ. პირველ რიგში, იუ. პალკოვიჩის ძალისხმევით.
ა. ბერნოლაკის შრომებში წარმოდგენილია სლოვაკური სალიტერატურო ენის კოდიფიკაციის ნორმები. ამ ენამ მიიღო დასახელება ბერნოლაკოვშჩინა. ეს სალიტერატურო ენა დაფუძნებული იქნა პირველ რიგში დასავლურსლოვაკურ ინტერდიალექტსა და ჩეხურ სალიტერატურო ენაზე. ბერნოლაკოვური სალიტერატურო ენის ვარიანტი გამოიყენებოდა მხოლოდ კათოლიკური სარწმუნოების მქონე სლოვაკური ინტელიგენციის წრეში. ამის გამო, ის ვერ ჩამოყალიბდა საერთო სლოვაკურ სალიტერატურო ენად (სლოვაკი-პროტესტანტები ტრადიციულად განაგრძობდნენ ჩეხური სალიტერატურო ენის გამოყენებას.) მე-XIX საუკუნის შუა ხანებში ბერნოლაკოვშჩინა გამოვიდა ხმარებიდან. ენის ფუნქციონირების ნახევარსაუკუნოვან მანძილზე გამოვიდა ამ ენაზე გამოიცა დიდი რაოდენობით რელიგიური და ელიტური ლიტერატურა (კერძოდ, ია. გოლის პოეზია და იუ. ფანდლის პროზა)