ანოსმია
იერსახე
ანოსმია, ასევე ცნობილი როგორც ყნოსვის დათრგუნვა — ერთი ან მეტი სუნის აღქმის უნარის დაკარგვა. ანოსმია შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი.[1] განსხვავდება ჰიპოსმიისგან, რაც მგრძნობელობის დაქვეითებაა ზოგი ან ყველა სუნის მიმართ. ანოსმია შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული, მათ შორის ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით, ცხვირის გასასვლელების ბლოკირებით ან ერთ-ერთი ტვინის წილის დაზიანებით. ანთება გამოწვეულია ლორწოვანი გარსის ქრონიკული ცვლილებებით პარანაზალურ წიაღებში და ცხვირის შუა ან მთავარ ნიჟარებში. როცა ანოსმია გამოწვეულია ანთებითი ცვლილებებით ცხვირის გასასვლელებში, მკურნალობენ ანთების შემცირებით. [2]