ანისის საკათედრო ტაძარი
ანისის საკათედრო ტაძარი — სომხური საკათედრო ტაძარი ანისის ტერიტორიაზე, თურქეთი. აგებულია 989-1001 წლებში ბაგრატუნების კარის არქიტექტორ თრდატის პროექტის მიხედვით და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო კათოლიკოსის, სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ადგილსამყოფელი. ამჟამად ტაძარი ნაწილობრივ დანგრეულია.
ტაძარი რომელიც აგებულია ანისის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა იყო. მისი მშენებლობა დაიწყო 989 წელს ჯერ კიდევ სმბატ II-ის სიცოცხლეში და დასრულდა 1001 წელს გაგიკ I-ის მეუღლის კატრანიდე II-ის მიერ.
1064 წელს, სელჩუკების მიერ ანისის დაპყრობის შემდეგ, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. მოგვიანებით იგი კვლავ დაუბრუნდა სომხურ ეკლესიას. საბოლოოდ მას ზიანი მიაყენა 1319 წლის მიწისძვრამ, როდესაც მისი კონუსური გუმბათი ჩამოინგრა. ამის შემდეგ, ანისი თანდათან მიატოვეს და ეკლესია აღარ მოქმედებდა. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე ძლიერ დაზიანდა 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის შედეგად.
ტაძარი ანისის ყველაზე დიდ და შთამბეჭდავ ნაგებობად ითვლება. 2016 წლის 15 ივლისს საკათედრო ტაძარი ანისის სხვა მრავალ ძეგლთან ერთად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Khanikof, Nikolai (1859). „Voyage a Ani, capitale de l'Armenie, sous les Bagratides“. Revue Archéologique (ფრანგული). 15 (2): 401–420. JSTOR 41742572.
- Lynch, H. F. B. (1901). Armenia, travels and studies. Volume I: The Russian Provinces. London: Longmans, Green, and Co..
- Maranci, Christina (2003). „The Architect Trdat: Building Practices and Cross-Cultural Exchange in Byzantium and Armenia“. Journal of the Society of Architectural Historians. 62 (3): 294–305. doi:10.2307/3592516. JSTOR 3592516.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Matevosyan, Karen (2008). „Անին մայրաքաղաք և կաթողիկոսանիստ [Ani as a Capital and Catholicosate]“. Patma-Banasirakan Handes (სომხური) (3): 3–30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-28. ციტირების თარიღი: 2020-11-21.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Five sites inscribed on UNESCO's World Heritage List. UNESCO (15 July 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 April 2020.