ანგელნური ჯიში
იერსახე
მსხვილი რქოსანი საქონლის ანგელნური ჯიში — სარძეო მიმართულების ჯიში. გამოყვანილია გერმანიაში ნახევარკუნძულ ანგელნზე. აქვს სარძეო საქონლისათვის დამახასიათებელი ექსტერიერი. ფერად სხვადასხვა ელფერის წითელია. კუროს ცოცხალი მასა 650–750 კგ, ფურისა 440–460 კგ; მერძეულობა 3000–3500 კგ, მაქსიმალური — 4500 კგ-მდე; რძის ცხიმიანობა 4%. ანგელნური ჯიში რუსეთში XIX საუკუნეში შეიყვანეს. ფართოდ გამოიყენეს სტეპის წითელ, ბელორუსულ, ლატვიურ, ლიტვურ და ესტონურ ჯიშებთან შესაჯვარებლად. პოსტსაბჭოთა სივრცეში წმინდა ანგელნური ჯიში გვხვდება მხოლოდ უკრაინასა და უდმურტეთში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 436.