შინაარსზე გადასვლა

ანატოლი კიზირია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანატოლი კიზირია (დ. 14 ივნისი, 1889, ნოსირი — გ. 9 თებერვალი, 1976) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.

1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და 1916 წელს პეტროვსკოე-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია.

1918-1920 და 1923-1936 წლებში მუშაობდა თბილისის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში, სენაკის მაზრის რევკომში. 1932-1938 წლებში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის კათედრის გამგედ. 1938-1971 წლებში საქართველოს ზოოვეტერინალური სასწავლო-საკვლევი ინსტიტუტის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის კათედრის გამგედ. 1973-1976 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტში კონსულტანტად.

  • 1965 საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5 თბ., 1980 გვ. 511-512

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]