შინაარსზე გადასვლა

ამერიკული პიტ ბულ ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკული პიტ ბულ ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა აშშ
თვისებები
წონა 14-36 კგ.
სიმაღლე 46-56 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ამერიკული პიტ ბულ ტერიერი (ინგლ. American Pit Bull Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია აშშ_ში XIX საუკუნეში.

სხვადასხვა ისტორიულ ეპოქასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს გამოჰყავდათ მებრძოლი ძაღლის ჯიშები. ამერიკული პიტ ბულ ტერიერი სტაფორდშირული ტერიერის და სხვა მებრძოლი ძაღლების შეჯვარების (მათ შორის, დღესდღეობით გადაშენებული მებრძოლი ბულდოგის) შედეგია. დღესდღეობით ამ სახეობის ძაღლების მხოლოდ სახელის ხსენება ისტერიას იწვევს. შვეიცარიაში იგი აკრძალულია. დიდ ბრიტანეთში მისთვის აუცილებელია ალიკაპის ტარება და მიკროჩიპის იმპლატაცია, და ბოლოს, მას უბრალოდ არ უშვებენ ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ რეგიონში. ეს გამოწვეულია იმით, რომ პიტ ბული წარსულში მებრძოლი ჯიში იყო, დღეს კი ზოგიერთი პატრონი მიმართავს გაწვრთნის უხეშ ფორმებს, რის შედეგად ძაღლი ნებისმიერ მომენტში მზად არის ეცეს სხვა ცხოველს და ადამიანსაც კი. პიტ ბულ ტერიერის უმრავლესობა (თუ პატარაობიდან მიაჩვევთ პატრონის ბრძანების შესრულებას) ალერსიანი და გულღია შინაური ცხოველია.

პიტ ბულის ბალნის შეფერილობა ნებისმიერია. კუდი მასიურ სხეულთან შედარებით წვრილი ჩანს, ზურგი (სხეულის სიმაღლესთან შედარებით) გრძელია, ყბებზე მოჩანს ძლიერი კუნთები, პატარა ოვალური თვალები მშვიდად იცქირება. აქვს პატარა, მოკლე, ხშირი, აბრეშუმივით (მაგრამ არ ბზინავს) ბალანი. ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ადვილად ეგუება ქალაქში ცხოვრებას და მზიან, ცხელ კლიმატს. ცუდი მოდარაჯეა, უძნელდება სხვა ცხოველებთან და ბავშვებთან ურთიერთობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]