ამერიკის რევოლუცია
ამერიკის რევოლუცია — მოვლენების, იდეებისა და ცვლილებათა სერია, რის შედეგადაც ჩრდილოეთ ამერიკის ცამეტი კოლონია გამოეყო ბრიტანეთის იმპერიას და შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის რევოლუციური ომი (1775-1783) რევოლუციის ერთი ნაწილი იყო, რადგან რევოლუცია დაიწყო დიდი ხნით ადრე ლექსინგტონსა და კონკორდთან პირველ გასროლამდე და გრძელდებოდა იორკთაუნთან ბრიტანლეთა დამარცხების შემდეგაც.
ამერიკის რევოლუციის ხასიათსა და მის მნიშვნელობაზე მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. რევოლუცია დაახლოებით ფრანგებისა და ინდიელთა ომის (1754-1763) დროს დაიწყო და დასრულდა ჯორჯ ვაშინგტონის აშშ-ის პირველ პრეზიდენტად არჩევით 1789 წელს. ზოგიერთი მოსაზრებით, ამერიკის რევოლუცია სრულებით არ იყო რევოლუციური და რომ მას რადიკალურად არ შეუცვლია კოლონიური საზოგადოება და მხოლოდ კოლონიური მთავრობა შეცვალა ადგილობრივით. საპირისპირო მოსაზრებით ამერიკის რევოლუცია განსაკუთრებული და რადიკალური მოვლენა იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა მსოფლიო ისტორიის მსვლელობაში. თანამედროვე ინტერპრეტაციები შუალედურ პოზიციას იკავებენ.
საინტერესო ამბები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2011 წელს ბრიტანელმა იურისტებმა, ამერიკის ფილოსოფიურ საზოგადოებაში გამართული დისკუსიისას, 1776 წლის 4 ივლისის აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაცია უკანონოდ ცნეს. კამათს სამეცნიერო ხასიათი ჰქონდა და მას პრაქტკული შედეგები ვერ ექნებოდა.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Library of Congress Guide to the American Revolution
- Pictures of the Revolutionary War: Select Audiovisual Records, National Archives and Records Administration selection of images, including a number of non-military events and portraits
- American Revolution Digital Learning Project დაარქივებული 2007-02-07 საიტზე Wayback Machine. , New-York Historical Society
- PBS Television Series დაარქივებული 2008-04-29 საიტზე Wayback Machine.
- Smithsonian study unit on Revolutionary Money
- The American Revolution: Lighting Freedom's Flame, US National Park Service website
- Honored Places: The National Park Service Teacher’s Guide to the American Revolution