ალჟუბაროტის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალჟუბაროტის ბრძოლა
უმეფობის ხანის ნაწილი
თარიღი 14 აგვისტო, 1385
მდებარეობა ცენტრალური პორტუგალია
შედეგი პორტუგალიელების გამარჯვება
მხარეები
პორტუგალია

ინგლისი

კასტილია
საფრანგეთი
არაგონი
მეთაურები
ჟუან I
ნუნუ ალავარეშ პერეირა
ხუან I
პედრო ალავარეშ პერეირა
ძალები
6 500[1] 31 000[1]
  • 15,000 ფეხოსანი
  • 6,000 შუბოსანი
  • 8,000 არბალეტის მსროლელი
  • 2,000 ფრანგი რაინდი
  • 15 ნაღმმტყორცნი
დანაკარგები
1 000-ზე ნაკლები 4 000-5 000
ალჟუბაროტის ბრძოლა ვიკისაწყობში

ალჟუბაროტის ბრძოლა (პორტ. Batalha de Aljubarrota) — ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1385 წლის 14 აგვისტოს ჟუან I-ისა და ხუან I-ის ძალებს შორის ცენტრალურ პორტუგალიაში.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1383 წელს პორტუგალიის მეფე ფერნანდუ I გარდაიცვალა, ისე რომ კანონიერი მემკვიდრე არ დარჩენია. მისი ერთადერთი ქალიშვილი ბეატრიზა ცოლად ჰყავდა კასტილიის მეფე ხუან I-ს და ცხოვრობდა კასტილიაში. ქვეყანას მართავდა რეგენტი ლეონორა და მისი საყვარელი ანდეირო. თავადების ნაწილმა პედრუ I-ის არაკანონიერი შვილი ჟუან I აირჩიეს მეფობის კანდიდატად, ხოლო ანდეირო მოკლეს. ჟუან I-ის გამეფების მზადებისთანავე ხუან I კასტილიელმა დაიწყო პორტუგალიაში ლაშქრობისათვის მზადება.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1385 წლის 6 აპრილს ჟუან I მეფედ აკურთხეს, ხოლო ივნისში ხუან I ფრანგულ ძალებთან ერთად შეიჭრა პორტუგალიაში. პორტუგალიელების მხარეს იბრძოდა 600 ინგლისელი მშვილდოსანი და არბალეტიდან მსროლელი. ბრძოლა გაიმართა ალჟუბაროტასთან 1385 წლის 14 აგვისტოს, რომელშიც გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწიეს პორტუგალიელებმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Edward McMurdo, p.234