ალინგსოსი
ქალაქი | |
---|---|
ალინგსოსი შვედ. Alingsås | |
ქვეყანა | შვედეთი |
კოორდინატები | 57°56′00″ ჩ. გ. 12°32′00″ ა. გ. / 57.93333° ჩ. გ. 12.53333° ა. გ. |
ფართობი | 12,35 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 66±1 მეტრი, 66 მეტრი |
მოსახლეობა | 24 482 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 1 982 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 0322 |
ოფიციალური საიტი | https://www.alingsas.se/ |
ალინგსოსი (შვედ. Alingsås) — ქალაქი შვედეთში, ვესტრა-გეტლანდის ლენში, თავისივე სახელწოდების კომუნის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მდინარე სევეონზე. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 24 482 ადამიანს შეადგენს.[1]
დაარსდა კალმარის ომების დამთავრების შემდეგ და ქალაქის სტატუსი 1619 წელს მიიღო. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ალინგსოსი ცნობილი ხდება ტექსტილის მსხვილი მანუფაქტურული წარმოებით, რომელიც შვედმა მეწარმე იუნასომ ალსტრემერომმა დააარსა.
ქალაქის ეკონომიკა ძველად ძირითადად ტექსტილის, ტანსაცმლისა და ზოგიერთი სახის საინჟინრო მანქანების წარმოებას ეყრდნობოდა, მაგრამ ეკონომიკა ახლა დივერსიფიცირებულია და მნიშვნელოვანი როლი მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორს უკავია.
ქალაქში გამოდის ლიბერალური გაზეთი „ალინგსოს ტიდნინგი“ (Alingsås Tidning), რომელიც 1865 წელს დაარსდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.