შინაარსზე გადასვლა

ალიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალიზი

ალიზი — საშენი მასალა; გამოუწვავი, მზეზე გამომშრალი აგური. ალიზი მზადდება ხელით ან ყალიბით თიხისაგან, რომელსაც სიმტკიცისათვის ორგანულ ან არაორგანულ მინარევებს (დაკეპილი თივა, ნამჯა, მსხვილმარცვლოვანი ქვიშა და სხვ.) უმატებენ. მისი ფორმა და ზომები სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილზე განსხვავებული იყო. ცნობილია მართკუთხა, კვადრატული, ლეკალური (მოხრილი), პლანოკონვექსური (ძირბრტყელი, ამოზურგული) და სხვ. მოყვანილობის ალიზი.

ახალი ქვის ხანიდან ალიზი განსაკუთრებით გავრცელდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. საქართველოში ალიზის ნაგებობანი ცნობილია ძვ. წ. VI-IV ათასწლეულიდან (შულავრის გორა, არუხლოს გორა და სხვ.). ანტიკურ ხანაში ალიზი იყო ერთ-ერთი ძირითადი საშენი მასალა (არმაზციხე, სარკინე, ვანი და სხვ.). ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ზოგიერთ ქალაქს (მცხეთა, ურბნისი) ალიზის გალავანი ერტყა. დროებითი შენობებისათვის ალიზს დღესაც იყენებენ.