შინაარსზე გადასვლა

ალან უოტსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალან უოტსი
ინგლ. Alan Watts
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1915
დაბადების ადგილი კენტი
გარდაცვალების თარიღი 16 ნოემბერი, 1973
გარდაცვალების ადგილი Mount Tamalpais
საქმიანობა ფილოსოფოსი[1] , თეოლოგი, მწერალი, ანგლიკანი მღვდელი, დრამატურგი, მუსიკოსი და ვიდეოგრაფი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[2]
 აშშ
ალმა-მატერი The King's School Canterbury და St Hugh's School
Magnum opus The Way of Zen
შვილ(ებ)ი Mark Watts
ხელმოწერა

ალან უოტსი (ინგლ. Alan Watts; დ. 6 იანვარი, 1915 — გ. 16 ნოემბერი, 1973) — ბრიტანელი მწერალი და ლექტორი, რომელიც ცნობილი იყო დასავლური აუდიტორიისთვის ბუდიზმის, დაოსიზმისა და ინდუიზმის ინტერპრეტირებითა და პოპულარიზაციით. 1938 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, სადაც, ნიუ-იორკში, დაიწყო ძენის სწავლება. მაგისტრის წოდება მიიღო თეოლოგიაში, 1945 წელს კი გახდა ეპარქიული მღვდელი. 1950 წელს მიატოვა მსახურება და კალიფორნიაში გადასახლდა, სადაც ჩაირიცხა ამერიკული აკადემიის აზიურ კვლევებზე. უოტსმა დაწერა 25-ზე მეტი წიგნი და სტატია რელიგიისა და ფილოსოფიის შესახებ. „ძენის გზა“ (1957) ბუდიზმის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია. იგი ამტკიცებდა, რომ ბუდიზმი შეიძლება ჩაითვალოს ფსიქოთერაპიის ფორმად. მან ასევე შეისწავლა ადამიანის ცნობიერება და ფსიქოდელიკა ისეთ ნაწარმოებებში, როგორებიცაა „ახალი ალქიმია“ (1958) და „მხიარული კოსმოლოგია“ (1962).

  • Clark, David K. The Pantheism of Alan Watts. Downers Grove, Illinois: Inter-Varsity Press. 1978.
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118629506 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. LIBRISNational Library of Sweden, 2011.