შინაარსზე გადასვლა

აკადიის ოროგენეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აპალაჩების აუზის პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქცია შუა დევონურ პერიოდში.

აკადიის ოროგენეზი — მთათწარმოქმნის ხანგრძლივი პროცესი (ოროგენეზი) ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც დევონურ პერიოდში მოიცავდა აპალაჩების გეოსინკლინის ჩრდილოეთ ნაწილს დღევანდელი ნიუ-იორკიდან ნიუფაუნდლენდამდე. ოროგენეზი ყველაზე ინტენსიური ჩრდილოეთ ახალ ინგლისში იყო. მის წარმოშობას ჩრდილოეთ ამერიკის ტექტონური ფილის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის დასავლეთ ევროპასთან შეჯახებას უკავშირებენ. ოროგენეზის დამადასტურებელ ნიშნებად პრედევონური და დევონური კლდეების დეფორმაცია ითვლება.