აიშე ხათუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიშე ხათუნი
მშობლიური სახელი عایشه خاتون
დაბადების თარიღი 1476
ყირიმის სახანო
გარდაცვალების თარიღი 1539
სტამბოლი
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) სელიმ I
შვილ(ებ)ი ბეიჰან სულთანი,ჰაფიზე სულთანი,შაჰ სულთანი
მშობლები მამა: მენგლი I გირაი

აიშე ხათუნი (1476-1539) — ყირიმის ხანის მენგლი I-ის ქალიშვილი და სელიმ I-ის ცოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიშე თავდაპირველად დაქორწინდა სელიმის ძმაზე, ქეფეს სანჯაყის მმართველ შეჰზადე მეჰმედზე 1504 წელს და დაქვრივდა 1507 წელს. 1511 წელს აიშე მოხვდა შეჰზადე მეჰმედის ძმის, სელიმ I-ის ჰარამხანაში როდესაც იგი ამასიის მმართველი იყო და მასზე იქორწინა. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ სამი ქალიშვილი: შაჰ სულთანი, ბეიჰან სულთანი და ჰაფიზე სულთანი. აიშე ხათუნი გარდაიცვალა 1539 წელს, სტამბოლში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alderson, The Structure of the Ottoman Dynasty, tables XVIII and XXIX