ადლერული ვერცხლისფერი
თემა
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/The_Soviet_Union_1990_CPA_6224_stamp_%28Poultry._Adler_Silver_%28chickens%29%29.jpg/250px-The_Soviet_Union_1990_CPA_6224_stamp_%28Poultry._Adler_Silver_%28chickens%29%29.jpg)
ადლერული ვერცხლისფერი — მეხორცეულ-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია სსრკ-ში ადლერის მეფრინველეობის ფაბრიკაში 1960-იან წლებში რუსული თეთრი, საპირველმაისო, ნიუ-ჰემფშირის, თეთრი პლიმუთროკისა და იურლოვური ჯიშის ქათმების შეჯვარებით. შეფერილია თეთრად, კისერზე, ფრთებსა და კუდზე შავი ბუმბული აქვს; ბიბილო ფურცლისებურია. მამლის ცოცხალი მასაა 3,8 კგ, დედლისა 2,6 კგ. კვერცხმდებლობა 160–180 კვერცხი წელიწადში; კვერცხის მასაა 58–60 გ. იყენებენ დედის ხაზის შესაქმნელად ბროილერების წარმოებაში. ადლერული ვერცხლისფერი ჯიშის დედლების შეჯვარებით თეთრი კორნიშის ჯიშის მამლებთან ღებულობენ წიწილებს, რომლებსაც სწრაფი ზრდა ახასიათებს (70 დღის ასაკში უკვე 1500 გ-ს აღწევენ); მათი ხორცი მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- АДЛЕРСКИЕ СЕРЕБРИСТЫЕ КУРЫ დაარქივებული 2019-07-31 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 1. Москва, 2005, стр. 232.