კორნუოლური ქათამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორნუოლური ჯიშის მუქი ფორმა

კორნუოლური ქათამი, კორნიში — მეხორცული ქათმის ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის ბოლოს დიდი ბრიტანეთის კორნუოლის საგრაფოში სხვადასხვა ძიძგილა ქათმის (ადგილობრივი, მალაიური და ინდური ჯიშის აზილები) შეჯვარებით. შეფერილობის მიხედვით განირჩევა 4 სახესხვაობა: მუქი ყავისფერი, წითელი, ჩალისფერი და თეთრი (ყველაზე მეტად გავრცელებული სახორცე მეფრინველეობაში). სხეულის აგებულება ხასიათდება გამოხატული სახორცე ფორმებით (მასიური ტანი, ფართო მკერდი, ძლიერკუნთიანი ფეხები). თავი მოკლე და განიერია, წარბზედა რკალები „არწივის“ შესახედაობას მატებს. ნისკარტი მოკლე, მყარია. შეფერილია ბზინავად, შებუმბვლა წელთან მიმდებარედ ხშირია. მამლის ცოცხალი მასაა 4,2–4,8 კგ, დედლისა — 3,3–3,6 კგ. კვერცხმდებლობა 120–130 ცალი წელიწადში; კვერცხის მასაა 58–60 , ნაჭუჭი ღია ყავისფერია. დედალს კრუხობის ინსტიქტი განვითარებული აქვს. აშენებენ ყველგან; მის საფუძველზე წარმოქმნილი ხაზები ფართოდ გამოიყენება ბროილერების წარმოებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]