ადლერული ვერცხლისფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადლერული ვერცხლისფერი ქათმები სსრკ საფოსტო მარკაზე (1990)

ადლერული ვერცხლისფერი — მეხორცეულ-მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია სსრკ-ში ადლერის მეფრინველეობის ფაბრიკაში 1960-იან წლებში რუსული თეთრი, საპირველმაისო, ნიუ-ჰემფშირის, თეთრი პლიმუთროკისა და იურლოვური ჯიშის ქათმების შეჯვარებით. შეფერილია თეთრად, კისერზე, ფრთებსა და კუდზე შავი ბუმბული აქვს; ბიბილო ფურცლისებურია. მამლის ცოცხალი მასაა 3,8 კგ, დედლისა 2,6 კგ. კვერცხმდებლობა 160–180 კვერცხი წელიწადში; კვერცხის მასაა 58–60 . იყენებენ დედის ხაზის შესაქმნელად ბროილერების წარმოებაში. ადლერული ვერცხლისფერი ჯიშის დედლების შეჯვარებით თეთრი კორნიშის ჯიშის მამლებთან ღებულობენ წიწილებს, რომლებსაც სწრაფი ზრდა ახასიათებს (70 დღის ასაკში უკვე 1500 გ-ს აღწევენ); მათი ხორცი მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]