ადალათი
მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია ,,ადალათი“ (აზერ. ədalət — სამართლიანობა) — ირანის მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია;
შეიქმნა რსდმპ ბაქოს კომიტეტის გადაწყვეტილებით ირანის აზერბაიჯანიდან ჩამოსული მუშებისათვის. როგორც ორგანიზაცია გაფორმდა 1917 წლის მაისში. ,,ადალათი“ მოქმედებდა აზერბაიჯანში, შუა აზიის ზოგიერთ ქალაქში, ასტრახანსა და ირანში. 1917 წლის ივნისიდან ბაქოში აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე გამოდიოდა გაზეთი „ბაირაღი ადალათ“ (,,სამართლიანობის ღროშა“). ,,ადალათის“ ხელმძღვანელები შედიოდნენ ბოლშევიკების ბაქოსა და კავკასიის სამხარეო კომიტეტებში. რუსეთში არსებული ,,ადალათის“ ორგანიზაციები 1920 წელს შეუერთდა ადგილობრივ კომუნისტურ ორგანიზაციებს (ბაქოს რკპ(ბ) ორგანიზაციას და კომუნისტურ ორგანიზაცია ,,ჰუმეთს“). 1920 წლისთვის ირანის ტერიტორიაზე (ძირითადად თავრიზში, თეირანში, რეშთში, ენზელში და სხვა ქალაქებში) არსებობდა ,,ადალათის“ ორგანიზაციები, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ მუშები, ხვლოსნები და ქალაქის წვრილი ბურჟუაზია. ამ ორგანიზაცივბის ძირითაღი მოთხოვნვბი იყო (გამოქვეყნდა 1920 მარტში): ინგლური იმპვრიალიზმის, შაჰის მთავრობისა და ფეოდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ღა გლეხობისათვის მიწების გადაცემა. 1920 წლის აპრილ-მაისში ვროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის აღმავლობასთან დაკავშირვბით ,,ადალათის“ ორგანიზაცივბი ლეგალიზებულ იქნა ირანის აზვრბაიჯანსა ღა გილანში. ,,ადალათის“ ირანის ორგანიზაცივბი I ყრილობაზე (1920 წ. 22- 24 ივნისი, ენზელი) გაერთიანდნენ ირანის კომუნისტურ პარტიად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 78.