აგულის ქედი
იერსახე
აგულის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 54°04′14″ ჩ. გ. 96°15′44″ ა. გ. / 54.07056° ჩ. გ. 96.26222° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ირკუტსკის ოლქი კრასნოიარსკის მხარე |
სიმაღლე | 2626 მ |
სიგრძე | 50 კმ |
აგულის ქედი, აგულსკიე ბელკი (რუს. Агульские Белки) — ქედი აღმოსავლეთ საიანის ცენტრალურ ნაწილში, რუსეთში, ირკუტსკის ოლქსა და ნაწილობრივ კრასნოიარსკის მხარეში. სიგრძე 50 კმ-მდე. საშუალო სიმაღლე 2000 მ-მდე, მაქსიმალური — 2626 მ. აგებულია კრისტალური კირქვებით, ფიქლებითა და დოლმიტებით. რელიეფი ალპურია. ქედზე მცირე მყინვარებია. თხემებზე მაღალმთის ტუნდრაა, ფერდობებსა და ხეობებში — მუქწიწვოვანი მთის ტაიგა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 76.