აბერდინულ-ანგუსური ჯიში
იერსახე
აბერდინულ-ანგუსური ჯიშის კურო | ||||||||||||||||||||||||||||
წარმოშობის ქვეყანა | შოტლანდია | |||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გავრცელება | ინგლისი, აშშ, კანადა, ახალი ზელანდია, არგენტინა და ყოფილი სსრკ | |||||||||||||||||||||||||||
გამოყენება | სახორცე | |||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
მსხვილი რქოსანი საქონელი (Bos taurus) |
აბერდინულ-ანგუსური ჯიში — მსხვილი რქოსანი პირუტყვის სახორცე ჯიში. გამოყვანილია XVIII საუკუნის ბოლოს აბერდინისა და ანგუსის საგრაფოებში (შოტლანდია) ადგილობრივი შავიდოლა საქონლის სრულყოფის გზით. აქვს კარგად გამოხატული სახორცე ფორმა — მოკლეფეხებიანი მომრგვალო ტანი. ფერად შავია. კუროს ცოცხალი მასაა 700-750 კგ (უდიდესისა 950), ფურისა — 500 კგ (უდიდესისა 600). ადრეულაა, კარგად სუქდება, აქვს საუცხოო ხორცი, ნაკლავის გამოსავალია 60%. იწველის 2000 კგ-მდე რძეს. გავრცელებულია ინგლისში, აშშ-ში, კანადაში, ახალ ზელანდიასა და არგენტინაში. ყოფილ სსრკ-ში პირველად 1932 წელს შეიყვანეს. იყენებენ ყალმახურ საქონელთან, აგრეთვე სარძეო და სარძეო-სახორცე ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებისთვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 27.