აბერდინულ-ანგუსური ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბერდინულ-ანგუსური ჯიში

აბერდინულ-ანგუსური ჯიშიმსხვილი რქოსანი პირუტყვისა, სახორცე ჯიში. გამოყვანილია XVIII საუკუნის ბოლოს აბერდინისა და ანგუსის საგრაფოებში (შოტლანდია) ადგილობრივი შავიდოლა საქონლის სრულყოფის გზით. აქვს კარგად გამოხატული სახორცე ფორმა — მოკლეფეხებიანი მომრგვალო ტანი. ფერად შავია. კუროს ცოცხალი მასაა 700-750 კგ (უდიდესისა 950), ფურისა — 500 კგ (უდიდესისა 600). ადრეულაა კარგად სუქდება, აქვს საუცხოო ხორცი, ნაკლავის გამოსავალია 60%. იწველის 2000 კგ-მდე რძეს. გავრცელებულია ინგლისში, აშშ-ში, კანადაში, ახალ ზელანდიასა და არგენტინაში. ყოფილ სსრკ-ში პირველად 1932 წელს შეიყვანეს. იყენებენ ყალმახურ საქონელთან, აგრეთვე სარძეო და სარძეო-სახორცე ჯიშებთან სამრეწველოშეჯვარებისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]