აბდილ ფრაშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბდლი ფრაშერი)
აბდილ ფრაშერი
ალბ. Abdyl Frashëri
Abdyl be Frasheri
აბდლი ფრაშერი
დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1839.
დაბადების ადგილი ფრაშერი, პერმეტის რაიონი, ალბანეთი.
გარდაცვალების თარიღი 23 ოქტომბერი, 1892.
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი, თურქეთი.
საქმიანობა მწერალი, პოლიტიკოსი.
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
ჯილდოები Hero of Albania
მეუღლე ბალკეზე ფრაშერი.
შვილ(ებ)ი მიდ'ჰათ ფრაშერი,[1] ფერიდუნ ფრაშერი, ჰალიდ ფრაშერი.
ნათესავ(ებ)ი ნაიმ ფრაშერი(ძმა), სემ ფრაშერი(ძმა), მეჰდი ფრაშერი(ძმისშვილი), ალი სემ იენი(ძმისშვილი).

აბდილ ფრაშერი(დ. 1 ივნისი, 1839. გ. 23 ოქტომბერი, 1892) — ოსმალური ალბანეთის სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი, ოსმალეთის იმპერიის პირველი კონსტიტუციური ეპოქის დროს და ალბანეთის ეროვნული გამოღვიძების ერთ-ერთი პირველი, პოლიტიკური იდეოლოგი.[2] მისი სიცოცხლის განმავლობაში ფრაშერი ცდილობდა ალბანელებში პატრიოტიზმი და ძლიერი იდენტობა დაენერგა, ალბანურენოვან განათლებასა და ლიტერატურაზე დაფუძნებული რეფორმის პროგრამის ხელშეწყობისას.[3]

ის იყო პრიზენის ლიგის ერთ-ერთი ინიციატორი და გამოჩენილი ლიდერი. იგი გამორჩეული იყო როგორც პოლიტიკური პიროვნება, 1860-იანი წლებიდან. მან დააარსა სტამბოლში ალბანეთის უფლებების დაცვის ცენტრალური კომიტეტი. გარდა ამისა, იგი მსახურობდა იანას ვილაეტის არჩეულ წარმომადგენელად ოსმალეთის პარლამენტში პირველი კონსტიტუციური ეპოქის დროს, 1876–1877 წლებში.[4] კომუნისტური რეჟიმის დროს იგი ალბანეთის გმირად გამოაცხადეს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდილ ფრაშერი დაიბადა 1839 წელს ჯანინას ვილაეთის სოფელ ფრაშერში, ბექთაში. რელიგიური კუთვნილების გამორჩეულ მუსლიმურ ოჯახში.[5] აბდილი, თავის ძმებთან ნაიმთან, სემთან და 5 სხვა ძმასთან ერთად გაიზარდა, ისინი ჰალიტ ბეის[6] შვილები იყვნენ და მათი მამობრივი ოჯახური ტრადიციების თანახმად, ისინი იყვნენ ტიმარის მფლობელების შთამომავლები, რომლებიც წარმოშობით ბერატის რეგიონიდან იყვნენ.[5] ფრაშერების დედა, ემინე ჰანიმი[6] წარმოშობით იმრაჰორ ილიას ბეისგან იყო, XV საუკუნის გამორჩეული ოსმალეთის ალბანელი სარდალი, კორჩის ტერიტორიიდან.[5]

როგორც ნაიმ ფრაშერის და სამი ფრაშერის უფროსი ძმა, აბდილ ფრაშერმა ახალგაზრდობა 18 წლამდე გაატარა მშობლიურ სოფელში და შემდეგ გადავიდა იანინაში, სადაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი მამა, ჰალიტ ბეი ფრაშერი, იყო არარეგულარული არმიის მეთაური, რომელიც შედგებოდა ალბანური მილიციის კონტიგენტებისაგან. მისი სამხედრო სამსახური რუმელიას პროვინციის დაუსახლებელ ტერიტორიებზე წესრიგის დამყარება იყო, ძირითადად ალბანებით დასახლებულ ტერიტორიებზე. მას უწევდა პატრულირება ისეთ ადგილებში, როგორებიცაა ტოსკერია, გეგერია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, თესალია და მაკედონია, ბოლო ორი კი ხშირად ბერძნების აჯანყებების მსხვერპლი იყო. ამ ექსპედიციების დროს აბდილი იყო მამის სამხედრო კონტიგენტის ნაწილი და მსახურობდა ალბანეთის ჯარების კაპიტანად.

მისი მამა გარდაიცვალა 1859 წელს და აბდილის დაეკისრა ოჯახის უფროსის მოვალეობა, რადგან მისი ხუთი ძმიდან და ორი დიდან ყველა მასზე უმცროსი იყო. ორი წლის შემდეგ დედა გარდაეცვალა. ვინაიდან აბდლი ოჯახში ყველაზე უფროსი იყო,მას მოუწია ყოფილიყო ოჯახის მარჩენალი. ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახი იანინაში გადავიდა.[5] იგი დაინიშნა იოანინის სახლის კლერკად და გამგებლად, თავის ორ უმცროს ძმასთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gawrych 2006, p. 200.
  2. Kopeček, Michal; Ersoy, Ahmed; Gorni, Maciej; Kechriotis, Vangelis (2006), Discourses of collective identity in Central and Southeast Europe (1770–1945), 1, Budapest, Hungary: Central European University Press, p. 348, ISBN 963-7326-52-9, https://books.google.com/books?id=k5Vsjg508EYC&pg=PA349
  3. Gawrych 2006, p. 204.
  4. Komiteti i Stambollit dhe platforma e tij politike.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Gawrych 2006, p. 13.
  6. 6.0 6.1 Robert Elsie (2005). Albanian Literature: A Short History. I.B.Tauris, გვ. 67. ISBN 978-1-84511-031-4.