შინაარსზე გადასვლა

აამსთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აამსთა (აფხ. а́амсҭа) — ფეოდალური კლასის წარმომადგენელი ძველ აფხაზეთში, შეესაბამება გვიანდელი ფეოდალური პერიოდის ქართულ აზნაურს. განასხვავებდნენ აჰიამსთას — (აჰ — მთავარი) — ტახტის აზნაურებს და ათაუადიამსთას — თავადთა აზნაურებს. ტაპანთელი აბაზების ჯგუფში არსებობდა კატეგორია აამისთა-დუ (სიტყვასიტყვით — დიდი აზნაური).