აბაზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბაზები
Аба́за (Абазакуа)
საერთო მოსახლეობა
დაახ. 50 000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: რუსეთი რუსეთი 37 942[1]
დროშა: თურქეთი თურქეთი 11 000[საჭიროებს წყაროს მითითებას]
დროშა: საქართველო საქართველო 2 138[საჭიროებს წყაროს მითითებას]
სირიის დროშა სირია 2 000[საჭიროებს წყაროს მითითებას]
იორდანიის დროშა იორდანია 1 500[საჭიროებს წყაროს მითითებას]
ენები აბაზური ენა, რუსული ენა
რელიგიები მუსლიმი-სუნიტები

აბაზები (თვითსახელწოდება — აბაზა , აფხაზურადაშვი, ყაბარდულადბასხიაღ) — აფხაზების ახლო მონათესავე ხალხი, განეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ხალხთა ოჯახის ჩრდილო-დასავლურ ჯგუფს. ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში (1989 წლის მონაცემებით 33 ათასი კაცი , საერთო რაოდენობა – 43 ათასი კაცი). ძირითადად, განსახლებული არიან ჩრდილოეთ კავკასიაში (ყარაჩაი-ჩერქეზეთში) — 27, 5 ათასი კაცი. დაახლოებით 10 ათასი აბაზა მახლობელ აღმოსავლეთში (თურქეთში, სირიაში, იორდანიაში, ლიბანში) ცხოვრობს, სადაც ისინი მუჰაჯირობის დროს, 1862-1864 წლებში გადასახლდნენ. ახლო აღმოსავლეთში გადასახლებული აბაზების მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთიდან და ადიღედან გადასახლებულ მოსახლეობას შეერია. ჩრდილოეთ კავკასიაში აბაზების განსახლების ტერიტორია მოიცავს დიდი და პატარა იენჯუგის, ყუბანისა და გუმის სათავეებს. ლაპარაკობენ აბაზურ ენაზე რომელიც განეკუთვნება კავკასიურ ენათა აფხაზურ-ადიღურ ანუ ჩრდილოდასავლურ ჯგუფს.

აბაზა ხალხის თავდაპირველ სამშობლოსა და ადრეული ისორიის ბევრი საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის. მკვლევართა ერთ ნაწილს აფხაზთა და აბაზთა საერთო წინაპრად მიაჩნია აბაზგები, თუმცა ტერმინ „აბაზგს“ ამ დროს უფრო პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა, ვიდრე ეთნიკური. ძველ ქართულ წყაროებში აბაზთა და უბიხთა აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინი „ჯიქი“. სავარაუდოა რომ V-XV საუკუნეებში აბაზური ტომები უკვე ცხოვრობდნენ აკავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე, აგრეთვე ადლერ-ქერჩის ზღვისპირა სექტორში. XIII-XIX საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე აბაზთა ბინადრობას ადასტურებს ევროპელ, თურქ და რუს ავტორთა ჩანაწერები და რუკები. ადრეული შუასაუკუნეებიდან აბაზურ ტომებს მეზობელ კავკასიელ ეთნოსებთან ერთად ცხოვრების თავისებური წესი ჰქონდათ: მათ არ გააჩნდათ მუდმივი დასახლებები, ყოველი ტომი განუწყვეტლივ მიგრირებდა განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში. ინტენსიური მიწათმოქმედების ნაცვლად უპირატესად მისდევდნენ მომტაბარე მესაქონლეობას, იშენებდნენ მხოლოდ დროებითი ტიპის წნულ საცხოვრბელ და სამეურნეო ნაგებობებს, ხოლო ზღვისპირელ ტომებს ზღვის მიმართ არასამეურნეო დამოკიდებულება ჰქონდათ (არ ეწეოდნენ მეთევზეობას, ზღვას არ ყენებდნენ როგორც სატრანსპორტო არტერიას, მაგრამ ნადავლისა და ტყვეთა მოპოვების მიზნით ფართოდ მისდევდნენ მეკობრეობას). აბაზურ ტომთა ცხოვრების წესისა და მუდმივი ყოფაცხოვრების შესახებ მრავალი ცნობაა დაცული, როგორც უცხოურ ისე ქარტულ წყაროებში.

აბაზები ამჟამად ორ ეთნოგრაფიულ ჯგუფად ტაპანთელებად და აშხარელებად იყოფიან, ტაპანთელები ყარაჩაი-ჩერქეზეთის 9 დასახლებულ პუნქტში არიან განსახლებული. ეს სოფლებია: ფსიჟი, ყუბინა, ინჯიქ-ჩკუნი, ელბურგანი, ტაფანთა, აბაზი-ხაბლი, კარაპაღო, კრასნო-ვოსტოჩნოე, კოიდანი. აშხარელები კი სულ სამ სოფელში (აულში) სტარო-კუვინსკოე, ნოვო-კუვინსკოე და აფსუა ცხოვრობენ. აბაზები სარწმუნოებით მუსლიმი სუნიტები არიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Всероссийская перепись населения 2002 года. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-12-24.