Zwilling J. A. Henckels

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Zwilling J. A. Henckels AG
ტიპი შვილობილი კომპანია (AG)
დარგი სამზარეულოს აღჭურვილობა
დაფუძნდა ზოლინგენი, გერმანია
13 ივნისი, 1731; 290 წლის წინ (1731-06-13)
დამაარსებელი პიტერ ჰენკელსი
სათაო ოფისი ზოლინგენი, გერმანია
პროდუქცია სამზარეულოს დანები, საჭრელი იარაღები, ჭურჭელი
მფლობელი Werhahn KG
შვილობილ(ებ)ი

ბრენდები:

Staub, Demeyere, Miyabi, Ballarini, Henckels Intl.
საიტი zwilling.com

Zwilling J.A. Henckels AGქალაქ სოლინგენში, გერმანიაში დაფუძნებული სამზარეულოს აღჭურვილობის მწარმოებელი გერმანული კომპანია. 1731 წლის ივნისში, პიტერ ჰენკელსის მიერ დაფუძნებული ეს კომპანია სამზარეულოს დანების, მაკრატლებისა და აღჭურვილობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ძველი და ცნობილი მწარმოებელია. კომპანია სახელს, მისი ყოფილი მმართველის, იოჰან აბრაამ ჰენკელსის (1771–1850) საპატივცემულოდ ატარებს.

ადრეული ისტორია და გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"Zwilling" (გერმანულად " ტყუპები ") 1731 წლის 13 ივნისს გერმანელმა დანების მწარმოებელმა, პიტერ ჰენკელსმა დააარსა. კომპანიის ლოგო რეგისტრირებული იყო ქალაქ ზოლინგენის დანის მწარმოებელთა და გამყიდველთა გილდიის მიერ, რაც Zwilling-ს მსოფლიოსი ერთ-ერთი პირველ დაპატენტებულ სავაჭრო ნიშნად აქცევს.

JA Henckels Twin ბრენდის Razors and Shears სარეკლამო საფოსტო ბარათი, დაახლოებით 1930–1945 წლებში

J.A. Henckels- მა პირველი სავაჭრო ობიექტი 1818 წელს ბერლინში გახსნა, [1] 1883 წელს გახსნა მაღაზია ნიუ-იორკში, ერთი წლის შემდეგ ვენაში . [2] კომპანიამ გამოფინა თავისი პროდუქტები 1851 წლის დიდ გამოფენაზე დიდ ბრიტანეთში, კრისტალ პალასში, დადაჯილდოვდა საერთაშორისო მედლით. [3]

J.A. Henckels-ს გრან პრის პრიზი 1900 წელს პარიზში, 1904 წელს კი სენრ ლუისში მიენიჭა. კომპანია ასევე დაჯილდოვდა პრუსიის სახელმწიფო ოქროს მედლით.

ბრენდები და ამჟამინდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია ფლობს რამდენიმე ბრენდს, მათ შორის Zwilling J.A. Henckels-ს, J.A Henckels International-ს , Staub-ს, Miyabi-ს და BSF. [4] კომპანია ასევე ფლობს საცალო მაღაზიებს როგორც გერმანიაში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის 200-მდე ქვემაღაზიას ჩინეთში. 1970 წლიდან კომპანია Werhahn Group-ის მფლობელობაშია, [5], რომელიც 3200 ადამიანს ასაქმებს, მოგებამ კი 2007 წელს 282 მილიონი ევრო შეადგინა.

ბრენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრენდი პროდუქცია ლოგო
ZWILLING უჟანგავი ფოლადის პროდუქცია: დანები, მაკრატლები, სამზარეულოს აღჭურვილობა, დანა-ჩანგალი და სილამაზის სეგმენტი. ფაილი:Zwilling J. A. Henckels logo.png
Staub Kochgeschirr und Pfannen aus Gusseisen und Keramik.
Miyabi Messer nach japanischer Tradition, die nach traditionellem handwerklichem Verfahren u. a. in Seki/Japan hergestellt werden. 30px
Demeyere Edelstahlkochgeschirr für den professionellen Einsatz. 60px
Ballarini Italienischer Pfannenhersteller und führender Anbieter von antihaftversiegelten Kochgeschirren. 50px
BSF Bremer Silberwarenfabrik – Besteck in geradlinigem Design. 40px
J.A.HENCKELS INTERNATIONAL Küchenprodukte aus Edelstahl für Speisezubereitung, Servieren und Aufbewahren.
Fontignac Kochgeschirr aus Gusseisen und Keramik. 60px
Tweezerman Beauty Instrumente für Augenbrauen, Wimpern, Maniküre und Pediküre. 60px
Tondeo Friseurscheren für den professionellen Einsatz. 60px
Jaguar Einer der weltweit größten Anbieter von professionellen Friseurscheren.
alessandro INTERNATIONAL Produkte für die Hand-, Nagel- und Fußkosmetik, die sowohl im Profi- wie auch im Konsumentenbereich zum Einsatz kommen.
QVS Global Anbieter im Bereich Beauty-Instrumente, Kosmetikpinsel, Body-, Bad und Reiseaccessoires. 50px

ჭურჭელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს Henkels-მა შეიძინა იაპონური დანების მწარმოებელი კომპანია Nippa. 2008 წელს კომპანიამ სამზარეულოს უჟანგავი ფოლადის აღჭურვილობის ბელგიური მწარმოებლიDemeyere და თუჯის აღჭურვილობის მწარმოებელი ფრანგული ჯგუფი, Staub-ი შეიძინა, რითიც ბიზნესში სამზარეულოს სეგმენტი გააფართოვა. [6]

დანის ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Zwilling J. A. Henckels Four Star დანათა ნაკრები

1976 Henckels-მა წარმოადგინა დანების ხაზი Four Star, რომელიც გამოწრთობილ დანას წარმოადგენს , პოლიპროპილენის სახელურით. [7] [8] Zwilling-ის დანების უმეტესობას აქვს მაღალი ნახშირბადოვანი უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი პირები.

Zwilling-ის თითქმის ყველა დანა დამზადებულია ზოლინგენში, გერმანია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]