Vampire Weekend

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Vampire Weekend

Vampire Weekend-ი Red Rocks Amphitheatre-ზე 2013 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ინდი-როკი, ინდი-პოპი, ალტერნატიული როკი
აქტიური 2006 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი XL
წევრები ეზრა კენიგი
კრის ტომსონი
კრის ბაიო
ყოფილი წევრები როსტამ ბატმანგლიჯი
საიტი
Vampire Weekend ვიკისაწყობში

Vampire Weekend — ამერიკული როკ-ჯგუფი ნიუ-იორკიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 2006 წელს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ვოკალისტი და გიტარისტი ეზრა კენიგი, დრამერი კრის ტომსონი და ბას გიტარისტი და ვოკალისტი კრის ბაიო. ჯგუფის პირველი ალბომი Vampire Weekend გამოვიდა 2008 წელს რამდენიმე სინგლთან ერთად: „Mansard Roof“, „A-Punk“, „Oxford Comma“, „Cape Cod Kwassa Kwassa“ და „The Kids Don't Stand a Chance“. მეორე ალბომი Contra კი, 2 წლის შემდეგ, 2010 წელს გამოვიდა, რომელმაც წინა ალბომის მსგავსად მიაღწია დიდ კომერციულ წარმატებას. ჯგუფის მესამე ალბომმა Modern Vampires of the City, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის ნომინაციაში.[1]  

Vampire Weekend (2007-2008)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის პირველი ალბომი Vampire Weekend გამოვიდა 2008 წლის 29 იანვარს. მან მალევე მიაღწია წარმატებას აშშ-ში და გაერთიანებულ სამეფოში. ალბომი UK Albums Chart-ში იკავებდა მე-15 პოზიციას, ხოლო მე-17 პოზიციას „ბილბორდ 200-ში“.

Contra (2009-2011)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის მეორე ალბომი Contra დიდ ბრიტანეთში გამოვიდა 2010 წლის 11 იანვარს, ხოლო მომდევნო დღეს აშშ-ში. ალბომის პირველი სინგლი „Horchata“ გამოვიდა 2009 წლის ოქტომბერს. მეორე სინგლი „Cousins“ კი — 2009 წლის 17 ნოემბერს. Contra იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომლის დებიუტი № 1 პოზიციაზე შედგა „ბილბორდ 200-ში“.[2]

Modern Vampires of the City და როსტამ ბატმანგლიჯის ჯგუფიდან წასვლა (2011–დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი Modern Vampires of the City გამოვიდა 2013 წლის მაისში. იგი დაიწერა და ჩაიწერა სხვადასხვა ადგილებში.[3]

2016 წლის 26 იანვარს ბატმანგლიჯმა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია მისი ჯგუფიდან წასვლის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებდა მუშაობას ჯგუფის მთავრ ვოკალისტთან და გიტარისტთან ეზრა კენიგთან ერთად. იმავე დღეს ეზრა კენიგმა გაავრცელა ინფორმაცია Vampire Weekend-ის მეოთხე ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით. ამ განცხადების მიხედვით, ალბომი სტუდიაში უკვე იწერებოდა ბატმანგლიჯთან ერთად.[4]

Members[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Current members
  • კრის ბაიო – ბას გიტარა, ბექ-ვოკალი (2006–დღემდე)
  • ეზრა კენიგი – ვოკალი, გიტარა, პიანინო, ლირიკა (2006–დღემდე)
  • Chris Tomson – დრამი, ბექ-ვოკალი, პერკუსია (2006–დღემდე) [5]
ყოფილი წევრები

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vampire Weekend (2008 წელი)
  • Contra (2010 წელი)
  • Modern Vampires of the City (2013 წელი)
  • Father of the Bride (2019 წელი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „The 2014 Grammy Awards“. Electronic Musician.
  2. Caulfield, Keith (2010-01-20). „Vampire Weekend Lands First No. 1 Album“. Billboard. ციტირების თარიღი: 2010-01-20.
  3. „Nothing As It Seems“. Electronic Musician. June 2013.
  4. Blistein, Jon. (26 იანვარი, 2016) Ezra Koenig Talks New Vampire Weekend LP, Rostam Batmanglij's Exit. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2016.
  5. „Onward and Upward with the Arts: School of Rock“. The New Yorker.
  6. Rostam Batmanglij Quits Vampire Weekend. Pitchfork Media (26 იანვარი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-18. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2016.