The Rapsody Overture
| The Rapsody Overture | |
|---|---|
|
| |
| რემიქსული ალბომი — სხვადასხვა შემსრულებელი | |
| გამოცემის თარიღი | 1997 |
| ჩაიწერა | 1997 |
| ჟანრი | ჰიპ ჰოპი, კლასიკური მუსიკა |
| ხანგრძლივობა | 51:08 |
| ლეიბლი |
Mercury Records Def Jam Records |
| პროდიუსერი | Voelker Brothers |
The Rapsody Overture — სხვადასხვა შემსრულებლის მუსიკალური ალბომი. მასში გაერთიანებულია ორი მუსიკალური ჟანრი - ჰიპ ჰოპი და კლასიკური მუსიკა. 1997 წელს გამოცემული[1] ეს დისკი არის 1990-იანი წლების ერთ-ერთი წარმატებული ალბომი ევროპის ტერიტორიაზე - მისი გამოცემა დაემთხვა ახალ ტენდენციებს თანამედროვე ჰიპ-ჰოპში, როდესაც მუსიკოსები აერთიანებდნენ კლასიკური მუსიკის კომპოზიციებს ჰიპ-ჰოპთან. ალბომზე ჟღერს როგორც ინსტრუმენტული კლასიკური ნაწარმოებების, ასევე საოპერო არიების ქავერ-ვერსიები.
დისკი 1997 წელს გამოსცა ლეიბლმა Mercury Records, დისტრიბუცია კი გაუწია Def Jam Recordings-მა.
ალბომში შეტანილია რეპერ უორენ ჯის „Prince Igor“[2], ქცეული #1 ჰიტ-სინგლად, რომელიც ჩაწერილია მომღერალ სისელის მონაწილეობით. სინამდვილეში მასში გამოყენებულია სტროფები რეპერის კომპოზიციიდან „Reality“. ქავერ ვერსიაში ჟღერს არია ალექსანდრე ბოროდინის ოპერიდან „თავადი იგორი“.
Xzibit-ის „E Lucean Le Stelle“, შეტანილი ამ ალბომში, შეიცავს სემპლს ჯაკომო პუჩინის „E lucevan le stelle“-დან, თუმცა რეპერის ვერსიის სათაურში დაშვებულია მცირე შეცდომა.
სინგლის სახით ასევე გამოიცა „Dear Mallika“, რომელსაც LL Cool J ასრულებს.[3] მოგვიანებით გამოიცა ალბომის განსხვავებული ვერსია. მასში შეტანილია „Dear Mallika“-ს განსხვავებული ვარიანტი - „Dear Mallika (D.O.N.S. Alternative Mix)“ და „Prince Igor“-ის ალტერნატიული მიქსი „Prince Igor (Ries Class Jazz Extended)“.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | სიმღერა | შემსრულებელი | ვოკალი | ავტორი | ხანგრძლივობა |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | Intro | 1:15 | |||
| 2 | E Lucevan Le Stelle | Xzibit | ჯაკომო პუჩინი - E Lucevan Le Stelle | 3:51 | |
| 3 | Dear Mallika | LL Cool J | ჰაიკე ტიერიუნგი და ქეითი მაგესტრო | ლეო დელიბი - „ყვავილების დუეტი“ | 4:05 |
| 4 | E Lucevan Le Stelle (Reprise) | პუჩინი (E Lucevan Le Stelle) | 1:45 | ||
| 5 | Dalilah | ჯოზეფ სიმონსი, ჯგუფიდან Run-DMC | გაბრიელ ფიოდორესკუ | კამილ სენ-სანსი - Mon coeur s'ouvre à ta voix | 4:00 |
| 6 | Prince Igor | უორენ ჯი | სისელი | ალექსანდრე ბოროდინი - ნაწყვეტი ოპერიდან „თავადი იგორი“. | 4:20 |
| 7 | Belle Nuit | Mother Superia | ჰაიკე ტიერიუნგი და ქეითი მაგესტრო | ჟაკ ოფენბახი - ბარკაროლა | 3:45 |
| 8 | Präludium | Jay | კრის ველერი (ფორტეპიანო) | იოჰან სებასტიან ბახი - „პრელუდია #1, დო მაჟორი BWV846“) | 2:05 |
| 9 | Ach So Fromm | Jay | რობერტ ჯონფრიბო | ფრიდრიხ ფონ ფლოტოვი - ნაწყვეტი ოპერიდან „მართა“ | 4:56 |
| 10 | Syrinx | Redman | დიტერ ვოლკერი (გიტარა) | კლოდ დებიუსი - „სირინქსი“ | 3:34 |
| 11 | Vissi D'Arte | Onyx | ქეითი მაგესტრო | პუჩინი - „Vissi d'arte“ | 4:29 |
| 12 | Schwanensee | Scoota | დიტერ ვოლკერი (გიტარა) | პეტრე ჩაიკოვსკი - „გედების ტბა“ | 3:02 |
| 13 | Recondita Armonica | Nikki D | კიმ ჩუნ პარკი | პუჩინი - „Recondita armonia“ | 4:26 |
| 14 | Nessun Dorma | Mobb Deep | კიმ ჩუნ პარკი | პუჩინი (Nessun dorma) | 3:32 |